PDF-ის ჩამოტვირთვა
საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის და მსოფლიო წესრიგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები და მათი ასახვა თანამედროვე რეალობაზე
ნიკა ჩიტაძე
31/07/2025

სტატიის აბსტრაქტი

კვლევის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო სისტემის და მსოფლიო წესრიგის პრინციპების განსაზღვრა და იმის დეტალური ანალიზი, თუ რა წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას და მსოფლიო წესრიგის ძირითად პრინციპებს, რომელი ძირითადი სისტემები არსებობს და რა ტიპის მსოფლიო წესრიგი არსებობდა მე-17 საუკუნის შუა პერიოდიდან თანამედროვე დრომდე.

ნაშრომში წარმოდგენილია სხვადასხვა სისტემისა და მსოფლიო წესრიგის შედარებითი ანალიზი. კერძოდ, თუ რომელია ერთპოლუსიანი, ორპოლუსიანი და მრავალპოლუსიანი სამყაროს ძირითადი მახასიათებელები და რა განსხვავებები არსებობს მათ შორის. ასევე, მსოფლიო წესრიგის განხილვისას, რითი ხასიათდება ვესტფალიის, ვენის, ვერსალვაშინგტონის და იალტა - პოსტსდამის მსოფლიო წესრიგი და რომელ საერთაშორისო სისტემაზე და მსოფლიო წესრიგზე შეიძლება ვისაუბროთ თანამედროვე პერიოდში. შესაბამისად, ნაშრომში განხილულ იქნა საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემა და საერთაშორისო ურთიერთობების წამყვანი სპეციალისტების მოსაზრებები თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებთან მიმართებაში და ა.შ.

თემაში ასევე განხილულია საკითხი, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური აქტორების მრავალფეროვნებას, კერძოდ, წარმოდგენილია დიდი, საშუალო და პატარა ქვეყნების დახასიათება და მათი როლი მსოფლიო პოლიტიკაში, ასევე სხვადასხვა ტრანსნაციონალური აქტორების ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში.

კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა 21-ე საუკუნეში არსებულ მსოფლიო პოლიტიკური მოწყობის შესაძლო მოდელებს, რომელთა შორის განხილულია  აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონიის მოდელი, რომელიც ეფუძნება აშშ-ის დომინირებას ეკონომიკურ, ფინანსურ, ტექნოლოგიურ, სამხედრო და კომერციულ სფეროებში. შემდეგ განხილულია მსოფლიოს ბიპოლარული მოდელი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში აღნიშნული სტრუქტურის მიხედვით არსებობს გლობალური გავლენის ორი ცენტრი, სადაც ორ ლიდერ ქვეყანას და მათ მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. რაც შეეხება მსოფლიოს მრავალპოლარული მოდელს, აღნიშნული მოდელი ძალთა ბალანსზეა დაფუძნებული.

ძალზედ საინტერესოა პოლიცივილიზაციური მოდელის განხილვა. აღნიშნული მოდელის ძირითადი მახასიათებლების ანალიზი შვიდი ცივილიზაციის პარალელურ არსებობასთანაა დაკავშირებული. ეს ცივილიზაციებია - დასავლური, ლათინოამერიკული, ისლამური, სლავურ-მართლმადიდებლური, ჩინური (კონფუციანური), იაპონური (სინთოისტური), აფრიკული. როგორც ვხედავთ, 21-ე საუკუნის დასაწყისში გლობალური კონფლიქტები მოცემულ ცივილიზაციებს შორის დაპირისპირების ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთ მაგალითად შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომი მივიჩნიოთ, რომელიც არ გახლავთ მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ომი, არამედ მოცემულ შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების გარდა არსებობს დაპირისპირება პირველ რიგში გლობალურ დასავლეთს და რუსეთს შორის, თუმცა რუსეთის მხარეს გარკვეულწილად ბრიქსის წევრი სახელმწიფოები გვევლინებიან, რომლებიც თავის მხარივ სხვადასხვა ცივილიზაციებს წარმოადგენენ, თუმცა ყველა მათგანის საერთო ინტერესს დასავლეთის ცივილიზაციასთან დაპირისპირება წარმოადგენს.

ნაშრომის ბოლო ნაწილი თანამედროვე საერთაშორისო სისტემისა და მსოფლიო წესრიგის განხილვას ეძღვნება, სადაც ოთხპოლუსიანი მსოფლიოს არსებობის შესახებ მოსაზრებაა წარმოდგენილი.

საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა, მსოფლიო წესრიგი, ერთპოლუსიანი სამყარო, ორპოლუსიანი სამყარო, მრავალპოლუსიანი სამყარო.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/ZAWJ3075

PDF-ის ჩამოტვირთვა
ექსტრემალური მენეჯმენტის როლი საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში
მარიამ კვარაცხელია
31/07/2025

სტატიის აბსტრაქტი

სტატია შესრულებულია თემაზე: ექსტრემალური მენეჯმენტის როლი საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში. სტატია შედგება ოთხი თავის და გამოყენებული ლიტერატურისგან. სტატიის თემის აქტუალობას ის გარემოება განაპირობებს, რომ თანამედროვე პერიოდში ინოვაციური ეპოქა გლობალურ დონეზე კონკურენტული გარემოს შექმნის ახალ პირობებს აყენებს, რაც მომავლის მართვას და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს. სტატიის თემის აქტუალობას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ თანამედროვე პირობებში მნიშვნელოვანია კრეატიული მენეჯმენტის გამოყენება, რომელსაც სამი ძირითადი მიმართულება აქვს: ექსტრემალური, ენტროპიული და სინერგეტიკული მენეჯმენტი. ყურადღებას შევაჩერებთ ექსტრემალურ მენეჯმენტზე და მის როლზე საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში. სტატიის პირველ თავში, შესავალში გადმოცემულია თემის აქტუალობა, კვლევის მიზანი, ობიექტი, მეთოდოლოგიური საფუძველი და სიახლე. დადგენილია, რომ ექსტრემალური მენეჯმენტი მართვის მოქნილი მოდელია კომერციული ბანკისთვის, რომლის განვითარებისთვის დამახასიათებელია ცვლილებები და განუსაზღვრელობა. სტატიის მეორე თავში განხილულია საბანკო სექტორის ექსტრემალური მენეჯმენტის საფუძვლები. შესწავლილია საბანკო სექტორის ექსტრემალური მენეჯმენტის თავისებურებები და პრინციპები. დადგენილია, რომ თანამედროვე პირობებში კომერციული ბანკების ფუნქციონირებისას შიდა და გარე გარემოს ცვლილებით გამოწვეული ახალი პრობლემები და ამოცანები წარმოიქმნება. ამ ამოცანების გადაჭრა ისეთი მიდგომების ძიებასთანაა დაკავშირებული, რომელიც მართვაში კრეატიული მენეჯმენტის აქტიურ გამოყენებას განაპირობებს. საბანკო სექტორის ექსტრემალური მენეჯმენტი მართვის შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: ცენტრულობის პრინციპი; საბანკო სექტორის შემოქმედებითი ატმოსფეროს პრინციპი; საბანკო სექტორის ქარიზმატულობის პრინციპი; საბანკო სექტორის გაცნობიერებული რისკის პრინციპი; საბანკო სექტორის თავისუფლების და იმპროვიზაციის პრინციპი. სტატიის მესამე თავში განხილულია ექსტრემალური მენეჯმენტის როლი კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში. შესწავლილია კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობის მართვა და ექსტრემალური მენეჯმენტი. დადგენილია, რომ საბანკო ბიზნესის მასშტაბი კონკურენციის დინამიკის ცვლილებასთანაა დაკავშირებული და ბანკის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს. კომერციული ბანკის მენეჯმენტმა კონკურენციის გონივრული მართვისთვის კონკრეტულად უნდა იცოდეს რა სახის კონკურენციასთანაა დაკავშირებული და ობიექტურად შეფასდეს რა დონის კონკურენციისთვისაა მზად.

სტატიის მეოთხე თავში, დასკვნაში გადმოცემულია კვლევის შედეგები. დადგენილია, რომ საბანკო სექტორის ექსტრემალური სიტუაციების გადაწყვეტილების მიღების და რეალიზების წარუმატებლობის მთავარი მიზეზებია: ეფექტიანი ექსტრემალური მენეჯერების არყოფნა ექსტრემალური გარღვევის ჯგუფში; მმართველობითი გუნდის მხოლოდ ტექნოლოგიურ-ტექნიკურ დეტალებზე ყურადღების კონცენტრაცია; მმართველი გუნდის მონაწილეების კომუნიკაციური უნარების დაბალი დონე; ხელმძღვანელების წინაშე მმართველი გუნდის მონაწილეების მეტისმეტი მოწიწება, მმართველი გუნდის მონაწილეებს შორის ნდობის არარსებობა.

საკვანძო სიტყვები: ექსტრემალური, ენტროპიული და სინერგეტიკული მენეჯმენტი, საბანკო სექტორი, კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობა.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/VOXT9121

PDF-ის ჩამოტვირთვა
ქალის ავტორისეული ინტერპრეტაციები ქართულ მწერლობაში
ნანა არახამია
09/07/2025

სტატიის აბსტრაქტი

ქართული მწერლობა ქალი პერსონაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენი ინტერესის საგანია, ქართველ ლიტერატურათმცოდნე მკვლევართა (ლ.ბერძენიშვილი, ა. ბაქრაძე, გ. ალიბეგაშვილი, ნ. ვახანია ლ.ბებურიშვილი...) თვალსაზრისების გათვალისწინებით წარმოვაჩინოთ, თუ როგორ აღწერდნენ ქართველი მწერლები ქალებს ეპოქალური დისკურსისა თუ სოციალურ-პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით. მიმოვიხილავთ როგორც ძლიერ, დამოუკიდებელ, ასევე მსხვერპლ ქალებს, რომლებიც დომინირებენ ლიტერატურულ ტექსტებში .

კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ქართულ მწერლობაში ქალის როლსა და ადგილს, მისი დაუცველობისა და მასზე ძალადობის თემას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. ირკვევა, რომ ქართველი მწერლები სოციალურ ფენათა შორის თანასწორუფლებიანობის აუცილებლობას ქადაგებენ. საანალიზო საკითხის კვლევისას დადასტურდა, რომ ქართულ ლიტერატურაში მსხვერპლი ქალების პარალელურად მრავლად არიან ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები. ასეთი სახე-პერსონაჟების შექმნით ქართველმა მწერლებმა დიდი როლი ითამაშეს დრომოჭმული ადათებისა და ტრადიციების გადაფასება-შეფასებაში.

საკვანძო სიტყვები: გენდერი, ქალი , სახეები, თანასწორობა, მსხვერპლი

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/NOWO3112

PDF-ის ჩამოტვირთვა
არაფორმალური ქსელების გავლენა და მნიშვნელობა არარეგულარული მიგრაციის მართვაში: საქართველოს მოქალაქეები იტალიაში (2017–2020)
თამარ ჩარკვიანი
27/06/2025

სტატიის აბსტრაქტი

სოციალური აქტორების ურთიერთობები და მათ შორის არსებული ურთიერთქმედება განსაზღვრავს სოციალური სტრუქტურების ფორმასა და შინაარსს. არაფორმალური სოციალური ქსელები, როგორც ჰომოგენური სოციალურ-კულტურული სივრცეები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არარეგულარული მიგრაციის პროცესების წარმოქმნასა და განმტკიცებაში. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით იტალიაში.

კვლევა ეფუძნება 2017–2020 წლებში ჩატარებულ თვისბერივ კვლევას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუები იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე არარეგულარულ მიგრანტებთან. მონაცემების ანალიზი განხორციელდა კონტენტ-ალიზის მეთოდით, ქსელური თეორიისა და სიმბოლური ინტერაქციონიზმის თეორიულ ჩარჩოში.

მიგრაციის პრაქტიკების გენეზისი და ტრანსმისია აქტიურად ხორციელდება არაფორმალურ სოციალურ ქსელებში, რომელთა წევრებს აერთიანებთ ასაკობრივი, კლასობრივი და კულტურული სიახლოვე. ეს ქსელები ავლენენ მჭიდრო კავშირებს, ღირებულებითი თანხვედრის პრინციპზე აგებულ ურთიერთობებს და რესურსების გაცვლის სისტემას („ხელი ხელს ბანს“). განსაკუთრებული როლი ენიჭება სუსტი კავშირების სიძლიერეს მარკ გრანოვეტერთან, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის ეფექტურ ცირკულაციასა და მიგრანტთა ადაპტაციას ახალ გარემოში (Granovetter, 1973). დამატებით, აღმოჩნდა, რომ ქართული დიასპორის ფორმალური სტრუქტურებიც (ეკლესია, სათემო ორგანიზაციები) ასრულებენ არაფორმალური მხარდაჭერის ფუნქციას.

არაფორმალური სოციალური ქსელები არა მხოლოდ უწყობენ ხელს არარეგულარული მიგრაციის წარმოქმნას, არამედ მიგრაციის მენეჯმენტის ალტერნატიულ ფორმას ქმნიან. მათი ლეგიტიმაცია და რესურსთა გაცვლის მექანიზმი საფუძველს ქმნის არარეგულარული მიგრაციის, როგორც ინსტიტუციური პრაქტიკის მდგრადობისთვის

საკვანძო სიტყვები: არაფორმალური სოციალური ქსელები, არარეგულარული მიგრაცია, სოციალური ურთიერთქმედების ნიმუშები, მიგრაციის ინსტიტუტები, საქართველო– იტალიის მიგრაციის კონტექსტი.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/HJEV6180

PDF-ის ჩამოტვირთვა
თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეები და დემოკრატიის გამოწვევები მედიის კონტექსტში
მაკა არახამია
27/06/2025

სტატიის აბსტრაქტი

დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხები ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია. ტექნოლოგიების განვითარებისა და ციფრული რევოლუციის კვალდაკვალ თავად უსაფრთხოების კონცეფციის გააზრებამაც მოდერნიზება განიცადა. იმ დინამიურმა ცვლილებებმა, რაც თანამედროვე სამყაროში მიმდინარეობს, გვაჩვენა, რომ უსაფრთხო გარემოს ცნება ჩვენს რეალობაში სწრაფად მოძველებადი გახდა. ჰიბრიდული საფრთხეები და, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელება მთავარი გამოწვევა გახდა დემოკრატიებისთვის და ლიბერალურ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი ევოლუციის პირობებში დეზინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არჩევნებზე ზემოქმედებისა და საზოგადოებების დესტაბილიზაციის ძირითადი ინსტრუმენტი გახდა. სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები იყენებენ სოციალური მედიის პლატფორმებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რაც ამძაფრებს საზოგადოებებში, ასევე სახელმწიფოებს შორის განხეთქილებას. მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაცია არ არის ახალი ფენომენი, ციფრულ ეპოქაში მისი გავრცელების მასშტაბები და სიჩქარე მას მეტად ქმედუნარიანს და ძნელად დასამარცხებელს ხდის.

სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ გამოყენებული ჰიბრიდული სტრატეგიების ანალიზი აჩვენებს, რომ კონტროლირებად ნარატივებს შეუძლიათ სტრატეგიული უპირატესობების უზრუნველყოფა სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე. რადგანაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ჰიბრიდული მეთოდები სულ უფრო სრულყოფილი ხდება, დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ საფრთხის სერიოზულობა და მიიღონ ზომები საკუთარი ინსტიტუტების დასაცავად. კოორდინირებული ძალისხმევის გარეშე ინფორმაციის იარაღად გამოყენება და სხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტები კიდევ უფრო დაასუსტებს ნდობას დემოკრატიულ საზოგადოებებში და გაზრდის დესტაბილიზაციის რისკებს ავტორიტარული მმართველობების სასარგებლოდ.

სტატიაში მიმოხილულია თანამედროვე საფრთხეები, რომლებიც ჰიბრიდულ თვისებებს ატარებენ და გავლენას ახდენენ როგორც საერთაშორისო, ასევე ცალკეული ქვეყნებისა დასაზოგადოებების უსაფრთხოებაზე. გაანალიზებულია, რა არის ჰიბრიდულობა, როგორია ჰიბრიდული ქმედებების მახასიათებლები, რა საფრთხეებს შეიცავს ისინი და რამდენად ახდენს გავლენას თანამედროვე საზოგადოებებზე. ნაშრომში საუბარია ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში დემოკრატიის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

ნაშრომის მიზანია ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და ანალიზი თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში, განსაკუთრებით საინფორმაციო და მედია სივრცის თვალსაზრისით. ეს საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ ეროვნული უსაფრთხოების მომავალი გამოწვევები გლობალური და რეგიონული მასშტაბით.

საკვანძო სიტყვები: ჰიბრიდული საფრთხეები, ჰიბრიდული ომი, საინფორმაციო ომი, საერთაშორისო უსაფრთხოება, გლობალიზაცია, რუსეთი, ჩინეთი, დეზინფორმაცია, დემოკრატია, კიბერუსაფრთოება, საინფორმაციო კრიზისი, მედია, რელატივიზმი.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/LLQW7040

PDF-ის ჩამოტვირთვა
პატიმრობის ვადების დაცვა და მათი გაგრძელების სამართლებრივი სტანდარტები
ნინო თაქთაქიშვილი
27/06/2025

სტატიის აბსტრაქტი

პატიმრობის ვადების დაცვა და მათი გაგრძელების სამართლებრივი სტანდარტები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. აღნიშნული საკითხის კვლევა მიზნად ისახავს პატიმრობის ვადების სამართლებრივი რეგულირების, პრაქტიკისა და შესაბამისობის შეფასებას, როგორც საქართველოს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) სტანდარტების ჭრილში.

პატიმრობა წარმოადგენს ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას, რომლის არამიზნობრივად გამოყენებას თან ახლავს ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის რისკი. ქართულ მართლმსაჯულებაში, ისევე როგორც საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს პატიმრობის ვადების განუსაზღვრელი გაგრძელება.

კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება დოკუმენტურ-თეორიულ ანალიზს და მოიცავს ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, ასევე ECHR-ის მიერ განვითარებულ სტანდარტებს. გამოყენებულია საერთაშორისო და ეროვნული აკადემიური ლიტერატურა და სასამართლო საქმეების ანალიზი.

მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ზოგადად ასახავს ECHR-ის მოთხოვნებს პატიმრობის ვადების განსაზღვრისა და გაგრძელების შესახებ, თუმცა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში ხშირია სტანდარტებისგან გადახვევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია პატიმრობის დაუსაბუთებელი გაგრძელების ტენდენცია და სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების უგულებელყოფა, რაც ქმნის უფლებრივ და სისტემურ რისკებს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პატიმრობის ინსტიტუტი პრაქტიკულ დონეზე საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმას. რეკომენდირებულია ეროვნული სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებთან, განსაკუთრებით პატიმრობის ვადის გაგრძელების დასაბუთების, აუცილებლობის შეფასებისა და ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების თვალსაზრისით.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სასამართლო პრაქტიკაში ხშირია პატიმრობის ვადების დაუსაბუთებლად გაგრძელება, რაც არღვევს, როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსსტატია ასახავს დისბალანსს ნორმასა და პრაქტიკას შორის და გვთავაზობს რეკომენდაციებს მის აღმოსაფხვრელად.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, ჰარმონიზაცია, კონვენცია, იმპლემენტაცია, სისხლისსამართლებრივი დევნა.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/YHSP4821

PDF-ის ჩამოტვირთვა
მონაცემთა ანალიტიკა და პერსონალიზაცია: წარმატებული მარკეტინგის მომავალი
თემურ გოგოხია, ლუკა ნადირაშვილი
27/06/2025

სტატიის აბსტრაქტი

თანამედროვე მარკეტინგი სულ უფრო მეტად ეყრდნობა მონაცემთა ანალიტიკას და პერსონალიზაციას, რაც მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ბრენდების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის კრიტიკულ ფაქტორად იქცა. მონაცემთა ანალიტიკა კომპანიებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგონ მომხმარებელთა ქცევა, მოახდინონ მათი საჭიროებების პროგნოზირება და შექმნან უფრო მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიები.

ამავე დროს, პერსონალიზაცია მარკეტინგში გადავიდა ელემენტარული მიდგომებიდან ჰიპერპერსონალიზაციის ეტაპზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური სწავლება (ML) მომხმარებლისთვის უნიკალური შეთავაზებების გენერირებას უზრუნველყოფს. Amazon-ის რეკომენდაციის სისტემიდან Netflix-ის კონტენტპერსონალიზაციამდე, კომპანიები აქტიურად იყენებენ მონაცემებს უფრო რელევანტური და ეფექტური კომუნიკაციისთვის.

თუმცა, მონაცემთა ინტენსიური გამოყენება მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და ნდობის საკითხებსაც აჩენს. რეგულაციები, როგორიცაა GDPR და CCPA, კომპანიებს ავალდებულებს, რომ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება ეთიკურად და გამჭვირვალედ წარმართონ.

სტატია მიმოიხილავს, თუ როგორ ცვლის მონაცემთა ანალიტიკა და პერსონალიზაცია მარკეტინგის სტრატეგიებს, როგორ იყენებენ კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად და რა გამოწვევები უკავშირდება მონაცემთა კონფიდენციალურობას.

საკვანძო სიტყვები: მონაცემთა ანალიტიკა, პერსონალიზაცია, AI, მარკეტინგი 5.0, მომხმარებლის გამოცდილება, კონფიდენციალურობა, გლობალური მარკეტინგი.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/UJUI5930

PDF-ის ჩამოტვირთვა
საქართველოში შრომითი დისკრიმინაციის სფეროში განხორციელებული რეფორმის ანალიზი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულებების ჭრილში
ნათია კილაძე
27/06/2025

სტატიის აბსტრაქტი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შრომის კანონმდებლობამ არაერთი ცვლილება განიცადა, რაც გამოწვეული იყო კანონმდებლის განსხვავებული პოლიტიკით შრომით სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ, აგრეთვე რელევანტური საერთაშორისო ვალდებულებებით. პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებები საკანონმდებლო ცვლილებების წახალისების ერთგვარი საფუძველი ხდებოდა.

2005-2006 წლებში შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ეს ორგანული კანონი ორიენტირებული ხდება დამსაქმებლისთვის მეტი უფლებების და თავისუფლების მინიჭებაზე. სწორედ ამ პერიოდში ხდება შრომის ინსპექციის საზედამხედველო სისტემისა და სხვა ზედამხედველობითი და ადმინისტრირების ინსტიტუტების გაუქმება, რაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ძალთა დისბალანსის დაკანონების ერთგვარი საფუძველი იყო და ამგვარი არაბალანსირებული დამოკიდებულება წლების განმავლობაში ვლინდებოდა შრომით ურთიერთობებში.

იმ პერიოდის საქართველოში ეს შრომის კოდექსი ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ კანონმდებლობად მიიჩნეოდა და ვინაიდან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება მხარეთა შორის თავისუფალი შეთანხმების საფუძველზე რეგულირდებოდა და არ არსებობდა სახელმწიფო მაკონტროლებელი და საზედამხედველო ინსტიტუტები, სახელმწიფოს თითქმის აღარ ეკისრებოდა შრომითი ურთიერთობის რეგულირებისა და ზედამხედველობითი ფუნქცია.

შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმა შრომის კოდექსმა განიცადა 2013 წელს, ახლებურად ჩამოყალიბდა შრომის სამართლის არაერთი პრინციპი და ცნება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული არათანაბარი სამართლებრივი გარემოსა და შესაძლებლობების დაბალანსებას.

2014 წლის ივლისიდან, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯით შრომის კანონმდებლობა პერიოდულად განიცდიდა ცვლილებებს, რაც მაქსიმალურად ითვალისწინებდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებას და ქართული შრომის სამართლის ნორმების ევროპულ რეგულაციებთან ჰარმონიზაციას.

უკანასკნელი ძირეული რეფორმა შრომის კოდექსში დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ განხორციელდა 2020 წლის სექტემბერში, რაც პირდაპირ ნაკარნახევია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებით. წინამდებარე ნაშრომი დაეთმობა სწორედ აღნიშნული რეფორმის ანალიზს შესაბამის დირექტივებთან შედარებით სამართლებრივ ჭრილში.

სტატიის დაწერისას ვიხელმძღვანელე კვლევის შემდეგი მეთოდოლოგიით: ისტორიული კვლევით, შედარებითი ანალიზის მეთოდით, დიალექტიკური მეთოდითა და ემპირიული მეთოდით.

საკვანძო სიტყვები: დისკრიმინაცია, ასოცირების ხელშეკრულება, უფლების დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/INGT8969

PDF-ის ჩამოტვირთვა
ტრადიციული მედიის მომავალი ახალ მედიასთან კონკურენციის პირობებში
ნათია ფოფხაძე
27/06/2025

სტატიის აბსტრაქტი

კვლევითი ნაშრომის მიზანია, ციფროვიზაციით გამოწვეული ტრადიციული მედიაწარმოებისა და მედიამოხმარების ტრანსფორმაციის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.

დიგიტალიზაციამ გარკვეული მოცემულობები შეცვალა, მაგალითად, სატელევიზიო ეკრანი ჩაანაცვლა მობილური მოწყობილობის ეკრანმა, შესაბამისად, ტრანსფორმირდა ჟურნალისტიკის წარმოებაც, აღნიშნულს კვალდაკვალ მოჰყვა ჟურნალისტის პროფესიული კვალიფიკაციის ჩარჩოს გაფართოება. ჩვენი აზრით, დასმული საკითხების გამოკვლევა, გაანალიზება და გათვალისწინება ის ფაქტორებია, რაც ახალ საფეხურზე აიყვანს ჟურნალიზმს დიგიტალურ ეპოქაში.

წარმოდგენილი კვლევითი ნაშრომის შესწავლის საგანია, ტრადიციული მედიაწარმოებისა და მედიამოხმარების ფენომენი დიგიტალიზაციის პირობებში. კვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს ტრადიციული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სიცოცხლისუნარიანობა.

საკვანძო სიტყვები: ტრადიციული მედია; მედიამოხმარება; მედიაწარმოება; ჟურნალისტის კვალიფიკაციის ჩარჩო; დასავლური მედიის პრაქტიკა; ციფრული ეპოქა

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/TLSX4006

PDF-ის ჩამოტვირთვა
მტკიცების ტვირთის მნიშვნელობა და მტკიცებულებები დისკრიმინაციის დავებში
თინათინ ცინარიძე
27/06/2025

სტატიის აბსტრაქტი

თავისუფლება და თანასწორობა სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენი კონსტიტუციური პრინციპებია. ნაშრომში განხილულია სამოქალაქო სამართალწარმოება დისკრიმინაციის დავებში, მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებანი, ამ კატეგორიის დავებში დისკრიმინაციის მსხვერპლის მიერ მტკიცებულებათა მოპოვების სირთულეები, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა, სახალხო დამცველის როლი დისკრიმინაციის დავის განხილვისას, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა სახალხო დამცველის მიერ, მისი დასაშვებობის დადებითი მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში და მნიშვნელობა.

საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობით სწორედ მხარეებმა უნდა დაამტკიცონ გარემოებანი, რომელსაც ეფუძნება მათი მოთხოვნები და შესაგებელი დისკრიმინაციის დასამტკიცებლად ან გასაქარწყლებლად წარუდგინონ სასამართლოს მტკიცებულებები. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის განაწილებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დისკრიმინაციის დავებში, როგორც საპროცესო აგრეთვე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. მტკიცების ტვირთის გადანაწილების შემდგომ, თუ მხარე ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულებათა წარდგენას ან არაჯეროვნად განახორციელებს მტკიცების ტვირთის მოვალეობას, ცხადია მოჰყვება მისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

დისკრიმინაციის დავების შესწავლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, შშმ პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და საპროცესო თანასწორობის საკითხის შესწავლა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში - შშმ პირთა) უფლებების დაცვის მიზნით. შესაბამისად, კვლევაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო შშმ პირთა წარმომადგენლობას სასამართლოში, კერძოდ, მათი უფლებების დასაცავად აუცილებელი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით რწმუნებულების დამოწმება, რაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე შშმ პირის შემთხვევაში ვერ სრულდებოდა. რადგან ფსიქოსოციალური საჭიროების პირის მიერ ვერ ხერხდებოდა ნების სრულყოფილად გამოხატვა. სწორედ ამ მიზნით, კანონმდებელმა შემოგვთავაზა სიახლე, გაჩნდა ახალი საპროცესო სუბიექტი - სპეციალური მოსარჩელე. საკითხის ამგვარმა მოწესრიგებამ გაამარტივა დისკრიმინაციის დავებზე შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მონაწილეობა სამოქალაქო პროცესში, შშმ პირთა საპროცესო უფლებების სრულყოფილად დაცვის მიზნით. კვლევის ფარგლებში შემოთავაზებულია მსჯელობა აღნიშნული ნორმების  სხვა მოწყვლადი ჯგუფების დავებში გავრცელების შესახებ, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას მოწყვლადი ჯგუფებისთვის (ხარიტონაშვილი, 2024). საგულისხმოა, რომ 2025 წლის მდგომარეობით, სპეციალური მოსარჩელის რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ 3 ორგანიზაცია. მაშინ როდესაც მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების პროცესში მონაწილეობა მათი გამოცდილების გათვალისწინებით. ამ მიზნით, აუცილებელია კონკრეტული სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, რაც გაზრდის შშმ პირთა მიერ დისკრიმინაციის დავებში სპეციალური მოსარჩელის მქონე ორგანიზაციების მონაწილეობის წილს და გააუმჯობესებს დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვის ხარისხს.

დისკრიმინაციის დავებში მტკიცებულებათა განაწილების და მტკიცებულებათა მოპოვების სირთულისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, კვლევა მნიშვნელოვნად მოითხოვდა საერთო და კონტინენტური სამართლის სისტემათა შედარებას, რაც განხორციელდა სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინით დადგენილი მომწესრიგებელი ნორმების ანალიზის და საპროცესო ნორმების შედარებით ევროკავშირის დირექტივებთან. შეფასდა აგრეთვე, რელიგური სამართლის სისტემით გათვალისწინებული ანტიდისკირიმინაციული კანონმდებლობა და დისკრიმინაციის მარეგულირებელი ნორმები. აღსანიშნავია, რომ ისლამური სამართალი იცნობს შრომით ურთიერთობებში სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებს, დისკრიმინაციის აკრძალვას, მაგრამ საზღვარგარეთის ქვეყნებთან შედარებით დისკრიმინაციის დავებზე შექმნილი სასამართლო პრაქტიკა მწირია.

სამართლის სისტემათა შესწავლით, ნაშრომში წარმოდგენილია მსჯელობა, დისკრიმინაციის დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების, მტკიცებულებათა მოპოვების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით.

საკვანძო სიტყვები: დისკრიმინაციის დავები, პროცესუალური თანასწორობა, მოწყვლადი ჯგუფებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, სპეციალური მოსარჩელე, მტკიცებითი სამართალი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/PHCW7419