არაფორმალური ქსელების გავლენა და მნიშვნელობა არარეგულარული მიგრაციის მართვაში: საქართველოს მოქალაქეები იტალიაში (2017–2020)
ავტორი : თამარ ჩარკვიანი 27/06/2025
სტატიის აბსტრაქტი
სოციალური აქტორების ურთიერთობები და მათ შორის არსებული ურთიერთქმედება განსაზღვრავს სოციალური სტრუქტურების ფორმასა და შინაარსს. არაფორმალური სოციალური ქსელები, როგორც ჰომოგენური სოციალურ-კულტურული სივრცეები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არარეგულარული მიგრაციის პროცესების წარმოქმნასა და განმტკიცებაში. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით იტალიაში.
კვლევა ეფუძნება 2017–2020 წლებში ჩატარებულ თვისბერივ კვლევას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუები იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე არარეგულარულ მიგრანტებთან. მონაცემების ანალიზი განხორციელდა კონტენტ-ალიზის მეთოდით, ქსელური თეორიისა და სიმბოლური ინტერაქციონიზმის თეორიულ ჩარჩოში.
მიგრაციის პრაქტიკების გენეზისი და ტრანსმისია აქტიურად ხორციელდება არაფორმალურ სოციალურ ქსელებში, რომელთა წევრებს აერთიანებთ ასაკობრივი, კლასობრივი და კულტურული სიახლოვე. ეს ქსელები ავლენენ მჭიდრო კავშირებს, ღირებულებითი თანხვედრის პრინციპზე აგებულ ურთიერთობებს და რესურსების გაცვლის სისტემას („ხელი ხელს ბანს“). განსაკუთრებული როლი ენიჭება სუსტი კავშირების სიძლიერეს მარკ გრანოვეტერთან, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის ეფექტურ ცირკულაციასა და მიგრანტთა ადაპტაციას ახალ გარემოში (Granovetter, 1973). დამატებით, აღმოჩნდა, რომ ქართული დიასპორის ფორმალური სტრუქტურებიც (ეკლესია, სათემო ორგანიზაციები) ასრულებენ არაფორმალური მხარდაჭერის ფუნქციას.
არაფორმალური სოციალური ქსელები არა მხოლოდ უწყობენ ხელს არარეგულარული მიგრაციის წარმოქმნას, არამედ მიგრაციის მენეჯმენტის ალტერნატიულ ფორმას ქმნიან. მათი ლეგიტიმაცია და რესურსთა გაცვლის მექანიზმი საფუძველს ქმნის არარეგულარული მიგრაციის, როგორც ინსტიტუციური პრაქტიკის მდგრადობისთვის
საკვანძო სიტყვები: არაფორმალური სოციალური ქსელები, არარეგულარული მიგრაცია, სოციალური ურთიერთქმედების ნიმუშები, მიგრაციის ინსტიტუტები, საქართველო– იტალიის მიგრაციის კონტექსტი.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/HJEV6180