სტატიის განთავსება

 

ავტორებს სტატიის გამოგზავნამდე ევალებათ, რომ ყურადღებით გაეცნონ ავტორთა გზამკვლევს, ასევე გადაამოწმონ მისი თავსებადობა ყველა ქვემოთჩამოთვლილ კრიტერიუმთან:

- სტატია არ იყო გამოქვეყებული ან გადაცემული სხვა ჟურნალისთვის გამოსაქვეყნებლად (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ ახსნა-განმარტება).

- სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს Microsoft Word ფორმატით და ტექსტიდან არ უნდა იკითხებოდეს ავტორის ვინაობა (გარდა დასკვნის შემდეგ მოცემული კომპონენტებისა, სადაც შესაძლოა აღწერილი იყოს ავტორთა წვლილი და სხვ).

- მოცულობა და ფორმატი - სტატიების მოცულობა - 2500 –  12000  სიტყვა ქართულ ენაზე; ინგლისური ვერსიის შემთხვევაში 3000-13000 სიტყვა.  ინგლისური ტექსტი უნდა იყოს Times new roman, 12 ფონტის ზომით, ქართული ტექსტი უნდა იყოს Sylfaen, 12 ფონტის ზომით. სტრიქონებს შორის ინტერვალი -  1.15.

- გარდა ზემოაღნიშნულისა, სრულად უნდა იყოს დაცული ავტორთა სახელმძღვანელოში მოცემული შინაარსობრივი სტრუქტურა, ასევე სტილისტური და ბიბლიოგრაფიული მოთხოვნები.

- სტატია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე ijss@ciu.edu.ge

- აბსტრაქტი მოცემული უნდა იყოს როგორც სტატიის დასაწყისში, ასევე უნდა გამოგზავნოთ ცალკე ფაილად ქართულ და ინგლისურ ენებზე (ავტორთა სახელმძღვანელოს მითითებების შესაბამისად). აბსტრაქტში წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • სათაური;
  • ავტორთა ვინაობა (სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა, სამუშაო/სწავლის ადგილი, ქალაქი, ქვეყანა, ელ. ფოსტა, ტელეფონი);
  • აბსტრაქტი;
  • საკვანძო სიტყვები.

 

სტატიის გამოქვეყნება

 

ჟურნალი გამოდის წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში. სტატიის გამოქვეყნების შესახებ თანხმობა ცნობილი იქნება მისი მიღებიდან 2-4 თვეში. 

სტატიის პირველადი შეფასება (შესაბამისობის დადგენა ჟურნალის ავტორთა გზამკვლევთან და ანტიპლაგიატის პროგრამაზე შემოწმება) ხორციელდება სტატიის მიღებიდან 4 კვირის განმავლობაში.

- სტატია მისი ტექნიკურ და შინაარსობრივ პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ გადის პლაგიატის (ტექსტის დამთხვევის) შემოწმებას ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. 

- პროგრამის ანგარიში მოიცავს ინფორმაციას იმ წყაროების შესახებ, რომლებსაც შესამოწმებელი ტექსტი ემთხვევა;

- პროგრამის მიერ ნებისმიერი მოცულობის ტექსტის დამთხვევა განიხილება  სარედაქციო კოლეგიის მიერ, რომლის შემდეგაც გადაწყდება მისი შემდგომი მსვლელობის საკითხი.

- პლაგიატზე შემოწმების შემდეგ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სტატია გადის ორმაგ ანონიმურ რეცენზირებას, რომლის მიხედვითაც არც ავტორს და არც რეცენზენტებს არ აქვთ ინფორმაცია ერთმანეთის ვინაობის შესახებ. რეცენზირების ეტაპისთვის განსაზღვრულია 6 კვირა.

- რეცენზენტები შესაძლოა იყვნენ სარედაქციო კოლეგიის წევრები ან გამოსაქვეყნებელი სტატიის სპეციფიკური დარგიდან გამომდინარე შეირჩევიან რედაქტორის მიერ სარედაქციო კოლეგიასთან კონსულტირების შემდეგ.

- რეცენზენტები უნდა იყვნენ სტატიის შესაბამის დარგში მოღვაწე წარმატებული მეცნირები, რომლებიც არ უნდა მუშაობდნენ იმ უნივერსიტეტში/დაწესებულებაში სადაც სტატიის ავტორები მოღვაწეობენ.

- ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში სტატია გაიგზავნება მესამე რეცენზენტთან, რომლის მიხედვითაც გადაწყდება სტატიის გამოქვეყნების საკითხი. 

- გარდა დადებითი ან უარყოფითი რეცენზიისა რეცენზენტმა შესაძლოა ავტორს მისცეს სტატიის გადახედვის კონკრეტული მითითებები. ავტორს შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს შეცვლილი სტატია ან დასაბუთება მითითებების არგათვალისწინების თაობაზე. ამ შემთხვევაში რეცენზიას და ავტორის პოზიციას განიხილავს სარედაქციო კოლეგია და გადაწყვეტილებას იღებს სტატიის გამოქვეყნების/არგამოქვეყნების შესახებ.

 

რეცენზენტები სტატიების შეფასებისთვის იყენებენ ჟურნალისგან შეთავაზებულ ფორმას - რეცენენტის ფორმა

 

 

კავშირი