მონაცემთა ანალიტიკა და პერსონალიზაცია: წარმატებული მარკეტინგის მომავალი
ავტორი : თემურ გოგოხია, ლუკა ნადირაშვილი 27/06/2025
სტატიის აბსტრაქტი
თანამედროვე მარკეტინგი სულ უფრო მეტად ეყრდნობა მონაცემთა ანალიტიკას და პერსონალიზაციას, რაც მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ბრენდების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის კრიტიკულ ფაქტორად იქცა. მონაცემთა ანალიტიკა კომპანიებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგონ მომხმარებელთა ქცევა, მოახდინონ მათი საჭიროებების პროგნოზირება და შექმნან უფრო მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიები.
ამავე დროს, პერსონალიზაცია მარკეტინგში გადავიდა ელემენტარული მიდგომებიდან ჰიპერპერსონალიზაციის ეტაპზე, სადაც ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური სწავლება (ML) მომხმარებლისთვის უნიკალური შეთავაზებების გენერირებას უზრუნველყოფს. Amazon-ის რეკომენდაციის სისტემიდან Netflix-ის კონტენტპერსონალიზაციამდე, კომპანიები აქტიურად იყენებენ მონაცემებს უფრო რელევანტური და ეფექტური კომუნიკაციისთვის.
თუმცა, მონაცემთა ინტენსიური გამოყენება მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და ნდობის საკითხებსაც აჩენს. რეგულაციები, როგორიცაა GDPR და CCPA, კომპანიებს ავალდებულებს, რომ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება ეთიკურად და გამჭვირვალედ წარმართონ.
სტატია მიმოიხილავს, თუ როგორ ცვლის მონაცემთა ანალიტიკა და პერსონალიზაცია მარკეტინგის სტრატეგიებს, როგორ იყენებენ კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად და რა გამოწვევები უკავშირდება მონაცემთა კონფიდენციალურობას.
საკვანძო სიტყვები: მონაცემთა ანალიტიკა, პერსონალიზაცია, AI, მარკეტინგი 5.0, მომხმარებლის გამოცდილება, კონფიდენციალურობა, გლობალური მარკეტინგი.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/UJUI5930