ქალის ავტორისეული ინტერპრეტაციები ქართულ მწერლობაში

ავტორი : ნანა არახამია 09/07/2025

სტატიის აბსტრაქტი

ქართული მწერლობა ქალი პერსონაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენი ინტერესის საგანია, ქართველ ლიტერატურათმცოდნე მკვლევართა (ლ.ბერძენიშვილი, ა. ბაქრაძე, გ. ალიბეგაშვილი, ნ. ვახანია ლ.ბებურიშვილი...) თვალსაზრისების გათვალისწინებით წარმოვაჩინოთ, თუ როგორ აღწერდნენ ქართველი მწერლები ქალებს ეპოქალური დისკურსისა თუ სოციალურ-პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით. მიმოვიხილავთ როგორც ძლიერ, დამოუკიდებელ, ასევე მსხვერპლ ქალებს, რომლებიც დომინირებენ ლიტერატურულ ტექსტებში .

კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ქართულ მწერლობაში ქალის როლსა და ადგილს, მისი დაუცველობისა და მასზე ძალადობის თემას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. ირკვევა, რომ ქართველი მწერლები სოციალურ ფენათა შორის თანასწორუფლებიანობის აუცილებლობას ქადაგებენ. საანალიზო საკითხის კვლევისას დადასტურდა, რომ ქართულ ლიტერატურაში მსხვერპლი ქალების პარალელურად მრავლად არიან ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები. ასეთი სახე-პერსონაჟების შექმნით ქართველმა მწერლებმა დიდი როლი ითამაშეს დრომოჭმული ადათებისა და ტრადიციების გადაფასება-შეფასებაში.  

საკვანძო სიტყვები: გენდერი, ქალი , სახეები, თანასწორობა, მსხვერპლი

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/NOWO3112

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი