რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების გარემო და გამოავლინა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე არსებული სისტემური გამოწვევები. კონფლიქტმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული ევროპული უსაფრთხოების მოდელი, რომელიც დიდწილად ეფუძნებოდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებასა და თანამშრომლობით უსაფრთხოებას, ახალი ტიპის საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანს წარმოადგენს, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ტრანსფორმაციაზე, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის ანალიზი და იმ ძირითადი ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის, როგორც უსაფრთხოების აქტორის შესაძლებლობებს.

კვლევა ეფუძნება თვისებრივ კვლევით დიზაინს და აერთიანებს დოკუმენტური ანალიზის, შედარებითი ანალიზისა და ისტორიულ-ანალიტიკური მეთოდების კომბინაციას. კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტები, სტრატეგიული კონცეფციები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა. თეორიულ საფუძვლად გამოყენებულია ნეორეალიზმის, ლიბერალური ინსტიტუციონალიზმისა და კონსტრუქტივიზმის მიდგომები, რაც შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებასა და განვითარების არსებული ფაქტორები, ძალთა ბალანსის და ინსტიტუციური შესაძლებლობების კუთხით.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის ტრანსფორმაცია და გაზარდა თავდაცვის შესაძლებლობების, სტრატეგიული ავტონომიისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა. ევროკავშირი ეტაპობრივად გადავიდა ეკონომიკურ და დიპლომატიურ ინსტრუმენტებზე დაფუძნებული პოლიტიკიდან, გაცილებით კომპლექსურ უსაფრთხოების მოდელზე, რომელიც მოიცავს სამხედრო, კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული, ენერგეტიკული და საინფორმაციო საფრთხეების მართვას. დამატებით, კვლევის პროცესში გამოვლინდა არსებული გამოწვევები, რომლებიც პარტნიორ სახელმწიფოებს შორის განსხვავებული სტრატეგიული ხედვებიდან და სამხედრო შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ევროკავშირი დგას ისტორიული არჩევანის წინაშე: შეინარჩუნოს ძირითადად ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანების ფუნქცია თუ ჩამოყალიბდეს სრულფასოვან უსაფრთხოების აქტორად. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე უსაფრთხოების გარემო მრავალგანზომილებიან მიდგომას მოითხოვს, რომელიც აერთიანებს სამხედრო შესაძლებლობებს, დიპლომატიას, ეკონომიკურ მდგრადობას, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და ჰიბრიდული საფრთხეების ეფექტიან მართვას, მნიშვნელოვანია, რომ საკითხისადმი მიდგომა სტრატეგიულ დონეზე სწორედ იქნეს შეფასებული. რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელობა და ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა, რათა უზრუნელყოფილ იქნეს ევროპული სტაბილურობა და უსაფრთხოება.

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, რუსეთ-უკრაინის ომი, ევროპული უსაფრთხოება, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP), ჰიბრიდული საფრთხეები.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/FDKT9514