PDF-ის ჩამოტვირთვა
ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული მიდგომები ჰოსპიტალურ სექტორში
თენგიზ ვერულავა, ანა ჩხეიძე
04/03/2026

წარმოდგენილი ნაშრომი მიმოიხილავს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიებს საავადმყოფოების მართვის კონტექსტში. კვლევის მიზანია იმ ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომლებიც ადმინისტრაციულ პროცესებში იჩენს თავს პერსონალის მართვისას. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ სტრატეგიულ მიდგომებს, როგორიცაა კადრების მოტივაცია, პროფესიული გადაწვის პრევენცია და ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაცია ადამიანური რესურსების მართვაში. აღნიშნული სტრატეგიები ხელს უწყობს საავადმყოფოების ადმინისტრაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების ხარისხის ამაღლებას. კვლევა ხაზს უსვამს ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის გადამწყვეტ როლს ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში და სთავაზობს რეკომენდაციებს პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნების, მოტივაციის გაძლიერებისა და პროფესიული გადაწვის მართვის მიმართულებით, რაც ჯანდაცვის ორგანიზაციების ოპერაციული პროდუქტიულობისა და მდგრადობის ზრდის წინაპირობას ქმნის.

საკვანძო სიტყვები: ადამიანური რესურსების მართვა, საავადმყოფოების ადმინისტრირება, პროფესიული გადაწვა, ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომელთა მოტივაცია, შრომითი ურთიერთობები, საქართველო

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/FRKS3639

PDF-ის ჩამოტვირთვა
ვესტფალიური სახელმწიფოს კრიზისი და პოსტვესტფალიური კორპორატოკრატია
იოსებ მამასახლისი, დათო ტაბატაძე
04/03/2026

სტატიის მიზანია ვესტფალიური სახელმწიფოს სუვერენიტეტის ევოლუციური კრიზისისა და მისი ტრანსფორმაციის ანალიზი პოსტვესტფალიური კორპორატოკრატიის პირობებში. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი ხასიათდება ძალაუფლების ისეთი სტრუქტურული გადანაწილებით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო თანდათან კარგავს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე ექსკლუზიურ კონტროლს, მაშინ როდესაც გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური აქტორები იძენენ ნორმატიულ და მარეგულირებელ გავლენას. ნაშრომი ეყრდნობა პოლიტიკური რეალიზმისა და ნეორეალიზმის თეორიულ დაშვებებს სახელმწიფოს როლის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში (Morgenthau, 1948; Waltz, 1979) ხოლო პარალელურად იყენებს კრიტიკული პოლიტიკური ეკონომიის მიდგომებს, რომლებიც ხაზს უსვამენ გლობალური ფინანსური ძალაუფლების სტრუქტურულ ხასიათს (Strange, 1996; Gill, 1995). კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდოლოგიას და იყენებს კონტენტ-ანალიზისა და შედარებითი ანალიზის მეთოდებს, რაც შესაძლებელს ხდის გამოვლინდეს ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ეკონომიკური ძალაუფლება ტრანსფორმირდება პოლიტიკურ გავლენად. სტატია თეორიულად და ანალიტიკურად მიმოიხილავს პოსტვესტფალიური კორპორატოკრატიის, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმის კონტურებს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს ფორმალურ იურიდიულ სუვერენიტეტს, თუმცა მისი რეალური ავტონომია მნიშვნელოვნად იზღუდება გლობალური კორპორაციული და ფინანსურ-ტექნოლოგიური სტრუქტურების ზემოქმედების შედეგად.

საკვანძო სიტყვები: ვესტფალიური სისტემა, სუვერენიტეტი, კორპორატოკრატია, ფინანსური ჰეგემონია, ალგორითმული მმართველობა

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/CIML3601

PDF-ის ჩამოტვირთვა
აშშ-ის მხარდაჭერა ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში
მარიამ ხაჟომია
06/02/2026

აღნიშნული კვლევა სწავლობს აშშ-ს როლს ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო-ში) გაწევრიანების პროცესში 1990-იან წლებში. ძირითადი კვლევითი კითხვა ეხება იმას, თუ რატომ შეუწყო აშშ-მ ხელი ჩინეთის ინტეგრირებას მსო-ში, ქვეყნის სწრაფად მზარდი ეკონომიკური პოტენციალისა და მილიარდზე მეტი მოსახლეობის მიუხედავად. აღნიშნული საკითხის კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოების ფონზე, რომ 90-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილება დღემდე განსაზღვრავს სინო-ამერიკულ ურთიერთობებს. მორიგი დამსახურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ აკადემიურ სივრცეში, აღნიშნული საკითხის ირგვლივ არანაირი ლიტერატურა არ მოიპოვება კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდებს და მრავალფეროვან წყაროებს: სამთავრობო ანგარიშებს, კონგრესის დოკუმენტებს, ექსპერტების ინტერვიუებს, მემუარებს, ოფიციალურ სტატისტიკასა და მედია წყაროებს. ანალიზი განხორციელდა კონტენტ-ანალიზის, დისკურსული ანალიზის, ისტორიული ანალიზისა და შემთხვევათა შესწავლის საშუალებით. ასევე გამოყენებულ იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუ კვლევაში აღწერილ პროცესებში უშუალოდ ჩართულ პირთან. კვლევის მიგნებები მიუთითებს, რომ აშშ-ს პოლიტიკა ჩინეთის მიმართ განიცდიდა შიდასახელმწიფოებრივი და გარე ფაქტორების ზემოქმედებას, რომელთა გავლენის ქვეშ შემუშავდა საგარეო პოლიტიკური კურსი, რომლის უმთავრეს მიზნებს კონკურენტებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა, ჩინეთზე ზეგავლენის მოხდენა, მისი წესებზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში გაწევრიანებით და აშშ-ს ეკონომიკური უპირატესობის შენარჩუნება წარმოადგენდა. აღნიშნული ნაშრომი იძლევა მნიშვნელოვან ხედვას სინო-ამერიკული ურთიერთობების დინამიკის, გადაწყვეტილების მიღების კომპლექსურობისა და წარსულის ანალიზის მნიშვნელობაზე აწმყოსა და მომავალში.

PDF-ის ჩამოტვირთვა
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს უმაღლესი განათლების მაგალითზე
ნათია გეგელაშვილი
06/02/2026

წინამდებარე თვისებრივი კვლევა იკვლევს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების (SCL) მიდგომას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და იყენებს ევრისტიკულ კვლევას, როგორც მეთოდოლოგიას. მონაცემები შეგროვდა სიღრმისეული ინტერვიუების მეშვეობით სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისგან. კვლევა აჩვენებს, რომ SCL-ის ძირითადი პრინციპები — როგორიცაა პერსონალიზაცია, აქტიური სწავლება, პრაქტიკული აქტუალობა და ლექტორის, როგორც ფასილიტატორის როლი — კარგად არის გაგებული, თუმცა მათი განხორციელება დაწესებულებებს შორის არათანმიმდევრულია. კერძო უნივერსიტეტები SCL-ს უფრო წარმატებულად ახორციელებენ მოქნილი სტრუქტურებისა და უკეთესი რესურსების წყალობით, ხოლო საჯარო უნივერსიტეტები ჯერ კიდევ პრაქტიკული სირთულეების წინაშე დგანან. SCL-ის უპირატესობები მოიცავს პიროვნული განვითარების გაძლიერებას, მოტივაციის ზრდასა და ტრანსფერული უნარების გაუმჯობესებას. თუმცა, გამოწვევები კვლავ არსებობს, მათ შორის შრომის ბაზართან სუსტი თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული ხარვეზები, ტრადიციული აკადემიური კულტურა და სტუდენტთა არასათანადო მომზადების დონე. კვლევა ხაზს უსვამს ინსტიტუციური მხარდაჭერის, ტექნოლოგიური ინტეგრაციისა და თანამედროვე სტუდენტური სერვისების მნიშვნელობას SCL-ის წარმატების უზრუნველსაყოფად.

PDF-ის ჩამოტვირთვა
საბჭოური რეალობის, როგორც კოლექტიური ტრავმის ინსპირაციის, ლიტერატურული რეფლექსია (ოთარ ჩხეიძის „გამოცხადებაი“)
მარიამ მირესაშვილი
06/02/2026

ქართულ ლიტერატურულ დისკურსში ტრავმული მეხსიერების, როგორც საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმის მემკვიდრეობის გამოვლენის კვლევა, ძალზედ მნიშვნელოვანია. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ (1991წ.), ქართულ მწერლობას (ცხადია, ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლებთან ერთად), ობიექტურად უნდა შეეფასებინა მნიშვნელოვანი სოციოკულტურული მოვლენა - კოლონიური სისტემის დაშლა და პოსტკოლონიური სივრცის შექმნა; გაეაზრებინა საბჭოური რეალობის, როგორც კოლექტიური ტრავმის ინსპირაციის, კონცეპტები. იმის გათვალისწინებით, რომ 1990-იან წლებამდე საქართველო საბჭოთა იმპერიის/სსრკ-ს ერთ-ერთ მოკავშირე რესპუბლიკას წარმოადგენდა, აღნიშნული პერიოდის ქართულ მწერლობაში ტრავმული მეხსიერების, კოლექტიური ტრავმის მახასიათებლები უფრო „რუსულ კვალს“ მიყვება. ამ საკითხს დაწვრილებით შევეხებით ოთარ ჩხეიძის რომანზე - „გამოცხადებაი“ - მსჯელობისას; არგუმენტირებულად წარმოვაჩენთ, რომ ავტორი ერის კულტურულ/კოლექტიურ ტრავმად განიხილავს 1956 წლის 9 მარტს დატრიალებულ ტრაგედიას - მშვიდობიანი მომიტინგეების დახვრეტას ტოტალიტარული რეჟიმის მიერ. ამ ფაქტმა, როგორც კოლექტიური ტრავმის გამოვლენამ, კარდინალურად შეცვალა საქართველოს პოლიტიკურსოციალური ცხოვრების ფუნდამენტური პრინციპები, დაარღვია ადამიანთა შორის არსებული კავშირები, შეასუსტა სოციალური ერთობა. კვლევამ წარმოაჩინა, რომ აღნიშნულ პერიოდში შექმნილი ნარატივების განლაგებით მათ სპეციფიკურ ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში, რელევანტური პასუხი გაეცემა კითხვას, თუ როგორ ახდენდა გავლენას გარე ფაქტორები კოლექტიური ტრავმის წარმოდგენაზე და როგორ შეუწყო ხელი ამ ნარატივებმა ქართულ საზოგადოებაში ფართო სოციალურ დიალოგს.