ვესტფალიური სახელმწიფოს კრიზისი და პოსტვესტფალიური კორპორატოკრატია
ავტორი : იოსებ მამასახლისი, დათო ტაბატაძე 04/03/2026
სტატიის მიზანია ვესტფალიური სახელმწიფოს სუვერენიტეტის ევოლუციური კრიზისისა და მისი ტრანსფორმაციის ანალიზი პოსტვესტფალიური კორპორატოკრატიის პირობებში. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი ხასიათდება ძალაუფლების ისეთი სტრუქტურული გადანაწილებით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო თანდათან კარგავს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე ექსკლუზიურ კონტროლს, მაშინ როდესაც გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური აქტორები იძენენ ნორმატიულ და მარეგულირებელ გავლენას. ნაშრომი ეყრდნობა პოლიტიკური რეალიზმისა და ნეორეალიზმის თეორიულ დაშვებებს სახელმწიფოს როლის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში (Morgenthau, 1948; Waltz, 1979) ხოლო პარალელურად იყენებს კრიტიკული პოლიტიკური ეკონომიის მიდგომებს, რომლებიც ხაზს უსვამენ გლობალური ფინანსური ძალაუფლების სტრუქტურულ ხასიათს (Strange, 1996; Gill, 1995). კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდოლოგიას და იყენებს კონტენტ-ანალიზისა და შედარებითი ანალიზის მეთოდებს, რაც შესაძლებელს ხდის გამოვლინდეს ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ეკონომიკური ძალაუფლება ტრანსფორმირდება პოლიტიკურ გავლენად. სტატია თეორიულად და ანალიტიკურად მიმოიხილავს პოსტვესტფალიური კორპორატოკრატიის, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმის კონტურებს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს ფორმალურ იურიდიულ სუვერენიტეტს, თუმცა მისი რეალური ავტონომია მნიშვნელოვნად იზღუდება გლობალური კორპორაციული და ფინანსურ-ტექნოლოგიური სტრუქტურების ზემოქმედების შედეგად.
საკვანძო სიტყვები: ვესტფალიური სისტემა, სუვერენიტეტი, კორპორატოკრატია, ფინანსური ჰეგემონია, ალგორითმული მმართველობა
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/CIML3601