PDF-ის ჩამოტვირთვა
რეგიონალიზმის კონსტიტუციური მოდელი, როგორც იტალიის რესპუბლიკაში არსებული კონფლიქტების მართვისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მექანიზმი
ლაშა მარგიშვილი
30/09/2026

სამეცნიერო სტატიაში გაანალიზებულია იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობის მოდელი – რეგიონალიზმი, როგორც კონსტიტუციურ-სამართლებრივი მექანიზმი ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების მართვისთვის. კვლევა ისტორიულ-დოქტრინალური და შედარებითი მეთოდების გამოყენებით მიმოიხილავს იტალიის სახელმწიფო მოწყობის ევოლუციას ცენტრალიზებული მოდელიდან ასიმეტრიულ რეგიონალიზმამდე.  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის პრინციპებს, სუბსიდიარობის კონსტიტუციურ მნიშვნელობას, როგორც ეთნოლინგვისტური კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მოდელს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კონსტიტუციურად გარანტირებული რეგიონალიზმის პრინციპი და დეცენტრალიზაცია ხელს უწყობს ცენტრსა და რეგიონებს შორის სტაბილური ბალანსის ჩამოყალიბებას, უმცირესობათა უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას. იტალიის მოდელი წარმოადგენს ჰიბრიდულ სისტემას, რომელიც აერთიანებს რეგიონალიზმისა და ფედერალიზმის ელემენტებს და ქმნის ერთიანობისა და მრავალფეროვნების ოპტიმალურ თანაზომიერებას.

სტატიაში წარმოდგენილია მსჯელობა, რომ რეგიონალიზმი შეიძლება იქცეს პრევენციულ კონსტიტუციურ მექანიზმად კონფლიქტების დაძლევის მიმართულებით და იტალიის გამოცდილება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისა და ინტეგრაციის გამოწვევების წინაშე დგანან, მათ შორის, საქართველოსთვის.

საკვანძო სიტყვები: იტალია, რეგიონალიზმი, ტერიტორიული მოწყობა, დეცენტრალიზაცია.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/XXHA3355

PDF-ის ჩამოტვირთვა
სინდიცირებული საბანკო გარანტიების სამართლებრივი რეჟიმი
თამარ გოგოლაშვილი
30/09/2026

შესავალი. სინდიცირებული საბანკო გარანტიები თანამედროვე საერთაშორისო საფინანსო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება მსხვილი ინფრასტრუქტურული, საინვესტიციო და სავაჭრო პროექტების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ინსტიტუტი ბანკებს საშუალებას აძლევს, ერთობლივად გაანაწილონ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული რისკები და უზრუნველყონ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომელთა დამოუკიდებლად აღება ერთი ფინანსური ინსტიტუტისთვის რთულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს სინდიცირებული საბანკო გარანტიის სპეციალურ რეგულირებას, რის გამოც საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

მეთოდები. კვლევა ეფუძნება ნორმატიულ-დოგმატურ, შედარებით-სამართლებრივ, სისტემურ და ფუნქციურ ანალიზს. შესწავლილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საბანკო გარანტიის მარეგულირებელი ნორმები, ICC-ის უნიფიცირებული წესები მოთხოვნამდე გარანტიებზე (URDG 758), საერთაშორისო დოქტრინა, ICC-ის საბანკო კომისიის განმარტებები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკა. კვლევის ფარგლებში გამოყენებულია ასევე სამართლებრივი ანალოგიის მეთოდი.

შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ სინდიცირებული საბანკო გარანტიის როგორც ერთობლივი (joint), ისე ცალ-ცალკე (several) მოდელები პრინციპულად თავსებადია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედ ნორმებთან. დადგინდა, რომ გარანტიის დამოუკიდებლობის პრინციპი მრავალბანკიან კონტექსტშიც ინარჩუნებს ფუნდამენტურ მნიშვნელობას, ხოლო რეგრესის უფლება წარმოადგენს სინდიცირებული გარანტიის სამართლებრივი სტრუქტურის ცენტრალურ მექანიზმს.

დასკვნები. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი  სამართლებრივი ჩარჩო ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე შესაძლებელს ხდის სინდიცირებული საბანკო გარანტიების გამოყენებას, თუმცა არ უზრუნველყოფს აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვან და პროგნოზირებად რეგულირებას. მიზანშეწონილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში სპეციალური ნორმების შემოღება, რომლებიც განსაზღვრავს სინდიცირებული გარანტიის ცნებას, ძირითად მოდელებს, აგენტი ბანკის სტატუსს, მონაწილე ბანკების უფლებებსა და ვალდებულებებს, აგრეთვე რეგრესისა და შიდა ანგარიშსწორების მექანიზმებს.

საკვანძო სიტყვები: სინდიცირებული გარანტია, URDG 758, რეგრესის უფლება, აგენტი ბანკი, სოლიდარული ვალდებულება, საქართველო.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/QWSY5304

PDF-ის ჩამოტვირთვა
გაყინული კონფლიქტები და საქართველოს უსაფრთხოების დილემა
მირანდა მიქაძე, ნინო ძიძიშვილი
30/09/2026

სტატია განიხილავს, თუ როგორ მოქმედებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული გაყინული კონფლიქტები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის ფედერაციის როლს ამ დინამიკის შენარჩუნებაში. კვლევა პასუხობს შემდეგ საკვლევ კითხვას: რამდენად ზღუდავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული გაყინული კონფლიქტები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და რა როლს ასრულებს რუსეთის ფედერაციის ჩართულობა აღნიშნული შეზღუდვების შენარჩუნებასა და გაღრმავებაში?

კვლევა ეფუძნება თვისებრივი შემთხვევის შესწავლის მიდგომას და მოიცავს აკადემიური ლიტერატურის, ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და ინსტიტუციური წყაროების ანალიზს. საქართველო წარმოადგენს შესაბამის შემთხვევას გაყინულ კონფლიქტებსა და ევროპულ ინტეგრაციას შორის ურთიერთკავშირის შესასწავლად, ვინაიდან იგი აერთიანებს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართულ პოლიტიკურ მისწრაფებებს, მოუგვარებელ ტერიტორიულ დავებსა და მუდმივ გარე გავლენას.

კვლევა ადასტურებს, რომ გაყინული კონფლიქტების შედეგები მხოლოდ უსაფრთხოების განზომილებით არ შემოიფარგლება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლებების არსებობამ, აღნიშნული ტერიტორიების მიმართ რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის პარალელურად, შექმნა სტრუქტურული შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოში შიდა რეფორმების სრულფასოვან განხორციელებას, ზღუდავს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ არჩევანს და ართულებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივების რეალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური ასოცირებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების გზით გააძლიერა საქართველოსთან ურთიერთობა, მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები კვლავ ზღუდავს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს, ზრდის გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას და ართულებს ევროკავშირის ნორმებისა და პოლიტიკის განხორციელებას.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გაყინული კონფლიქტები უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც მოუგვარებელი ტერიტორიული დავები, არამედ როგორც ხანგრძლივი მოქმედების მქონე გეოპოლიტიკური ინსტრუმენტები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ევროკავშირს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ფორმირებაზე.

საკვანძო სიტყვები: გაყინული კონფლიქტები, საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ევროპული ინტეგრაცია, რუსეთის ფედერაცია, დე ფაქტო სახელმწიფოები.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/LQBZ9048

PDF-ის ჩამოტვირთვა
ეკომიგრაციის მართვის საჯარო პოლიტიკა საქართველოში: რეაქტიული ადმინისტრირებიდან სტრატეგიულ მმართველობამდე
ინეზა ზოიძე, ირაკლი მანველიძე, ფატი ხალვაში
30/09/2026

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოში ეკომიგრანტთა სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ-ინსტიტუციური ჩარჩოსა და სტრატეგიული ლოგიკის კრიტიკულ ანალიზს. საკითხის აქტუალობა განპირობებულია ეკოლოგიური ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი რისკების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ეკომიგრაცია სოციალური მოვლენიდან გარდაიქმნა საჯარო მმართველობით გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეკომიგრაციის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები, ეკომიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუციური ინტეგრაციის, პრევენციული შესაძლებლობებისა და მისი გავლენის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე საკითხები აკადემიურ დისკურსში არასაკმარისად არის შესწავლილი.

საქართველოში ეკომიგრანტთა განსახლების სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება პოლიტიკის პრევენციული შესაძლებლობების, სოციალური ინტეგრაციის მექანიზმებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ეფექტიანობა. კვლევის მიზანია საქართველოში ეკომიგრანტთა სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივი, ინსტიტუციური და სტრატეგიული საფუძვლების ანალიზი, მისი ეფექტიანობის შეფასება და სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებს პრევენციული და მდგრადი მმართველობის ფორმირებას. მიზნის მისაღწევად შეფასებულია სამართლებრივი ჩარჩო, პოლიტიკის რეაგირებითი და პრევენციული მახასიათებლები, ინსტიტუციური მოდელის გავლენა სოციალურ ინტეგრაციაზე, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები და სტრატეგიული დოკუმენტების განახლების საჭიროება.

კვლევა ეფუძნება ინსტიტუციურ ანალიზსა და საჯარო პოლიტიკის ციკლის მოდელს და იყენებს დოკუმენტებისა და შინაარსის ხარისხობრივ ანალიზს. ემპირიული ბაზა მოიცავს მინისტრის №779 ბრძანებას, 2014 წლის სტრატეგიულ პოლიტიკის დოკუმენტს, სამინისტროს 2025 წლის საანგარიშო მასალებსა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე მიღებულ ოფიციალურ მონაცემებს. შეფასება განხორციელდა შემუშავებული ანალიტიკური მატრიცის გამოყენებით, რომელიც აფასებს სტრატეგიულ ინტეგრაციას, ინსტიტუციურ კოორდინაციას, პრევენციულ შესაძლებლობებს, სოციალურ ინტეგრაციასა და მონიტორინგის მექანიზმებს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ეკომიგრაციის პოლიტიკის ჩარჩო რეაქტიული და ინსტიტუციურად ფრაგმენტულია. იგი ორიენტირებულია სტიქიური მოვლენების შემდეგ განხორციელებულ განსახლებასა და ადმინისტრაციულ პროცედურებზე, მაშინ როდესაც სისტემური რისკების შეფასება, გრძელვადიანი ტერიტორიული დაგეგმვა და ეკომიგრანტთა ინტეგრაცია-ადაპტაცია სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული. მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები ადმინისტრაციული ხასიათისაა და ნაკლებად არის ორიენტირებული შედეგებზე.

კვლევის შედეგები წვლილს შეიტანს აკადემიურ დისკურსში ეკომიგრაციის რეინტერპრეტაციით: იგი განხილულია არა მხოლოდ სოციალური დაცვის ინსტრუმენტად, არამედ საჯარო მმართველობის კომპლექსურ პოლიტიკურ სფეროდ. კვლევაში წარმოდგენილი ინსტიტუციური შეფასების ოპერაციული ჩარჩო, რომელიც რელევანტურია როგორც საქართველოს, ისე სხვა გარდამავალი სისტემების კონტექსტისთვის, პოლიტიკის აღწერით ანალიზს სისტემურ-ინსტიტუციურ პერსპექტივაში გადაიყვანს.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, საჯარო პოლიტიკა, განსახლების პოლიტიკა, ეკომიგრაცია, გარემოსდაცვითი რისკები, სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობა /უსაფრთხოება.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/MYZD8315

PDF-ის ჩამოტვირთვა
საბანკო გარანტია და კონტრგარანტია, როგორც კერძო სამართლის პრინციპების განხორციელების საშუალება ბიზნესსამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოში
ანა გურიელი
30/09/2026

საბანკო გარანტია,  როგორც  ბენეფიციარის  სახელშეკრულებო ინტერესების დამცავი  მექანიზმი,  გონივრულ ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს სამართლის სუბიექტთა ინტერესების დაცვას. ის უნდა ამცირებდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ რისკებს. აღნიშნული ინსტიტუტი არაპირდაპირ უკავშირდება მხარეთა მიერ ურთიერთვალდებულებათა შესრულებას  და ყოველი კონკრეტული სამართალურთიერთობის პირობებში ერთგვარად განსაზღვრავს კერძო სამართლის უზოგადესი პრინციპების განხორციელების შესაძლებლობას.  სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულების შეუსრულებლობა ხომ  სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომელიც აგრეთვე უკავშირდება სამოქალაქო სამართლის პრინციპების დაცვას, მათ შორის კეთილსინდისიერების პრინციპს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი მართლწესრიგის  ფუნდამენტად განიხილება.

საბანკო გარანტიის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის   არსებობის ლეგიტიმური მიზნის პრაქტიკაში  განხორციელებისათვის აუცილებელია  მისი  ფუნქციისა და სახეების ანალიზი. თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული   მარეგულირებელი ნორმები  ერთგვარად ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და რიგი თეორიული თუ პრაქტიკული საკითხების  სრულყოფილ რეგულირებას  ვერ ახდენს.   მათ შორის,  კოდექსით  გათვალისწინებული არ არის საბანკო გარანტიის    აღიარებული სახეები. რეგულირების მიღმაა დარჩენილი კონტრგარანტიის  ინსტიტუტი.

საბანკო გარანტია,  როგორც  ბენეფიციარის  სახელშეკრულებო ინტერესების დამცავი  მექანიზმი,  გონივრულ ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს   სამართლის სუბიექტთა ინტერესების დაცვას.    ის უნდა ამცირებდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ   რისკებს.    აღნიშნული ინსტიტუტი არაპირდაპირ უკავშირდება მხარეთა მიერ ურთიერთვალდებულებათა შესრულებას  და ყოველი კონკრეტული სამართალურთიერთობის პირობებში ერთგვარად განსაზღვრავს კერძო სამართლის უზოგადესი პრინციპების განხორციელების შესაძლებლობას.  სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულების შეუსრულებლობა ხომ  სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომელიც აგრეთვე უკავშირდება სამოქალაქო სამართლის პრინციპების დაცვას, მათ შორის კეთილსინდისიერების პრინციპს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი მართლწესრიგის  ფუნდამენტად     განიხილება. საბანკო გარანტიის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის   არსებობის ლეგიტიმური მიზნის პრაქტიკაში  განხორციელებისათვის აუცილებელია  მისი  ფუნქციისა და სახეების ანალიზი. თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული   მარეგულირებელი ნორმები  ერთგვარად ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და რიგი თეორიული თუ პრაქტიკული საკითხების  სრულყოფილ რეგულირებას  ვერ ახდენს.   მათ შორის,  კოდექსით  გათვალისწინებული არ არის საბანკო გარანტიის    აღიარებული სახეები. რეგულირების მიღმაა დარჩენილი კონტრგარანტიის  ინსტიტუტი. ხაზგასასმელია, რომ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული   საკანონმდებლო მოწესრიგების სრულყოფა მნიშვნელოვანია როგორც  თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ბიზნესსამართლებრივი ურთიერთობების შემთხვევაში. შესაბამისი სეგმენტისათვის,  დავების თავიდან აცილების მიზანი, რაც თავის მხრივ ზოგავს სამართლის სუბიექტების დროსა და ფინანსურ რესურსს,  ხომ განსაკუთრებით ფასეულია.

ამასთან,  აღნიშნული მჭიდროდ  უკავშირდება ვალდებულების შესრულების, როგორც სამოქალაქო სამართლის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე საკითხს.  შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომი სწორედ აღნიშნული საკითხის  ანალიზს ისახავს მიზნად,  უნიფიცირებული სამართლისა და  ეროვნული კანონმდებლობის შესწავლის საფუძველზე.

საკვანძო სიტყვები: საბანკო გარანტია, კონტრგარანტია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/YJNU5539

PDF-ის ჩამოტვირთვა
კომერციული სუროგაცია საქართველოში სახელშეკრულებო დინამიკა და რეგულაციის პრობლემატიკა
ანა გვენცაძე, ზურაბ ჭეჭელაშვილი
04/08/2026

საქართველოში სუროგაცია ძალაინ მოთხოვნადი პროცედურაა, რაც სუროგატ დედებზე მაღალ მოთხოვნას განაპირობებს. ხშირად, ფინანსური სირთულეებით გამოწვეული მოტივაციის გამო, სუროგატ დედად გახდომის მსურველი ქალები ხელშეკრულებებს ისე დებენ, რომ სრულყოფილად არ აქვთ გააზრებული სამედიცინო თუ სამართლებრივი შედეგები. მწირი საკანონმდებლო ჩარჩოს ფონზე და პრაქტიკაზე დაყრდნობით, წინამდებარე კვლევა შეისწავლის კომერციული სუროგაციის შეთანხმებას, როგორც სამოქალაქო ხელშეკრულებას, და განსაზღვრავს მის პროცედურულ ეტაპებსა და შედეგებს.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გამოყენებულია დიალექტიკური, შედარებით-სამართლებრივი, სტატისტიკური, სოციოლოგიური, დედუქციური და ინდუქციური მეთოდები, რათა მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო დებულებებისა და საერთაშორისო სასამართლოების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების ანალიზი და შეჯამება. ზოგადი შედარებით-სამართლებრივი კვლევის ფარგლებს მიღმა, წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია სიახლე, რაც გამოიხატება სუროგაციის ხელშეკრულების sui generis ბუნების კონტექსტუალიზაციაში საქართველოს სამართლებრივ რეალობაში — ქვეყნისა, რომელიც გარკვეულწილად,  წარმოადგენს სუროგაციის საერთაშორისო ცენტრს (ჰაბს) და, ამავდროულად, ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ნორმატიული ვაკუუმის პირობებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კონკრეტული მექანიზმების აღნიშნულ ჩარჩოსთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) სტანდარტებთან სისტემური შეპირისპირებით, კვლევა ავლენს მნიშვნელოვან ნორმატიულ ხარვეზებს.

კვლევა ცხადყოფს ქართულ კანონმდებლობაში არსებულ არასაკმარის რეგულაციებსა და სახელმწიფო კონტროლის კრიტიკულ ნაკლებობას. გარდა ამისა, გამოვლენილია სამართლებრივი ხარვეზები სუროგატი დედის უფლება-მოვალეობებთან, აგრეთვე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების სამართლებრივ დაცვასა და სტატუსთან დაკავშირებით. საბოლოოდ, საკანონმდებლო ბუნდოვანებებისა და საერთაშორისო გამოცდილების შეფასების საფუძველზე, კვლევა გვთავაზობს კონკრეტულ მიმართულებებს შიდაეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სუროგაციის ხელშეკრულებაში ჩართული ყველა მხარის სამართლებრივი დაცვა.

საკვანძო სიტყვები: ინ ვიტრო განაყოფიერება, სუროგატი დედა, კომერციული სუროგაცია საქართველოში, გესტაციური სუროგაცია, სუროგაციის ხელშეკრულება.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/BJGL5550

PDF-ის ჩამოტვირთვა
უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი რეჟიმი სარეგისტრაციო ორგანოების წინააღმდეგ: თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (საქართველოს მართლმსაჯულების გამოწვევა)
ნიკოლოზ ფხალაძე
23/07/2026

წინამდებარე სტატია იკვლევს ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ რეჟიმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ წარდგენილ სარჩელებში. კვლევის მიზანია სახელმწიფო სარეგისტრაციო ორგანოს პასუხისმგებლობის წინაპირობების, ფარგლებისა და სამართლებრივი მექანიზმების ანალიზი, როგორც ნორმატიული, ასევე სასამართლო პრაქტიკის პერსპექტივიდან. სტატიაში განიხილება რეგისტრაციის შეცდომების, უფლების მართლსაწინააღმდეგო გაუქმების ან გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში წარმოშობილი ქონებრივი ზიანის სახეები და მისი ანაზღაურების საფუძვლები. შედარებით-სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით, ნაშრომი სვამს კითხვას, რამდენად ეფექტიანად ახდენს საქართველოს სამართალი პირთა ქონებრივი ინტერესების დაცვას საჯარო რეესტრის ბრალეული მოქმედებისა თუ უმოქმედობის შემთხვევაში. კვლევა ეყრდნობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს და სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ნაშრომი ასკვნის, რომ არსებობს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა კომპლექსური საკანონმდებლო ჩარევის გარეშე ვერ მოხდება.

საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერი შემძენი, სარეგისტრაციო შეცდომა.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/TQJR6719

PDF-ის ჩამოტვირთვა
ეკონომიკური ისტორია და მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგია ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებში
შოთა ვეშაპიძე
23/07/2026

თემის აქტუალობა განპირობებულია თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ინტერდისციპლინური მიდგომების მზარდი მნიშვნელობით, განსაკუთრებით გლობალიზაციის, სოციალური ტრანსფორმაციების და ეკონომიკური უთანასწორობის ზრდის პირობებში. ამ კონტექსტში ივანე ჯავახიშვილის მეთოდოლოგიური ხედვა და მისი მიერ ილია ჭავჭავაძის ისტორიული კონცეფციის ინტერპრეტაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს ისტორიული პროცესების, როგორც კომპლექსური და მრავალფაქტორული მოვლენების, გააზრებისთვის. აღნიშნული მიდგომა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებს, აქტუალურია როგორც ისტორიოგრაფიული კვლევებისთვის, ასევე თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების ანალიზისთვის.

კვლევის მიზანი: კვლევის მიზანია ივანე ჯავახიშვილის მეთოდოლოგიური ხედვის გაანალიზება და იმის გამოვლენა, თუ როგორ ახდენს იგი ილია ჭავჭავაძის ისტორიული კონცეფციის ინტერპრეტაციას, განსაკუთრებით ისტორიული პროცესის სოციალური და ეკონომიკური საფუძვლების კონტექსტში. კვლევის ობიექტი: კვლევის ობიექტს წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობა. კვლევის საგანი: კვლევის საგანია ჯავახიშვილის მეთოდოლოგიური მიდგომები და ილია ჭავჭავაძის ისტორიული კონცეფციის მისეული ინტერპრეტაცია. კვლევის ამოცანებია: ილია ჭავჭავაძის ისტორიული კონცეფციის ძირითადი პრინციპების იდენტიფიცირება; ივანე ჯავახიშვილის მიერ აღნიშნული კონცეფციის მეთოდოლოგიური გააზრების ანალიზი; ისტორიული პროცესის სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორთა როლის შეფასება; ისტორიული კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიური პრინციპების (ობიექტურობა, კრიტიკა, კომპლექსურობა) გამოკვეთა; ქართული ისტორიოგრაფიის მეცნიერული ფორმირების პროცესის ანალიზი.

მეთოდოლოგიური მიდგომა: კვლევა ეფუძნება კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ მიდგომას, რომელიც მოიცავს ისტორიულ-კრიტიკულ ანალიზს, წყაროთა შედარებით შესწავლას, მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს და სისტემურ ინტერპრეტაციას. გამოყენებულია ისტორიული პერსპექტივის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მოვლენების გააზრებას მათი ეპოქის კონტექსტში.

ძირითადი შედეგები და გამოყენება: კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ივანე ჯავახიშვილმა ილია ჭავჭავაძის ისტორიული კონცეფცია გარდაქმნა მეცნიერულ და მეთოდოლოგიურად ჩამოყალიბებულ სისტემად. გამოვლინდა, რომ ისტორიული პროცესის გააზრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები - საზოგადოებრივი ურთიერთობები, ეკონომიკური სტრუქტურები და მატერიალური პირობები. ასევე დადასტურდა, რომ ჯავახიშვილის მიდგომა ამკვიდრებს ისტორიული კვლევის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ობიექტურობა, კრიტიკული ანალიზი და კომპლექსურობა. კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას ისტორიოგრაფიის, ეკონომიკური ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების სფეროში, როგორც თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძველი, ასევე თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების ანალიზისათვის.

საკვანძო სიტყვები: ისტორიული მეთოდოლოგია, ეკონომიკური ფაქტორი, სოციალური სტრუქტურა, ისტორიული და მეცნიერული კრიტიკა, შედარებითი მეთოდი, ქართული ისტორიოგრაფია.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/TWVY3585

PDF-ის ჩამოტვირთვა
დასავლეთის ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: ეფექტიანობა და მეორეული სანქციების აუცილებლობა
დავით ოსეფაშვილი
23/07/2026

აკადემიური ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე, წინამდებარე კვლევა შეისწავლის დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2022–2025 წლების პერიოდში დაწესებული ეკონომიკური სანქციების სტრუქტურულ ეფექტიანობას, გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში. კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები, დოკუმენტური და შედარებითი ანალიზი. ანალიზი სპეციფიკურად ეყრდნობა საერთაშორისო ფინანსური და ენერგეტიკული ინსტიტუტების (IMF, World Bank, IEA) ემპირიულ მონაცემებსა და ანგარიშებს, რომელთა საფუძველზეც ხდება პოლიტიკის ეფექტიანობის ოპერაციონალიზაცია ოთხი ძირითადი არხით: ფინანსური ბლოკადა, სავაჭრო-ლოგისტიკური დივერსია, ენერგეტიკული ემბარგო და ტექნოლოგიური ექსპორტ-კონტროლი. კვლევის მთავარი მიგნებები აჩვენებს, რომ სანქციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის ინტეგრაცია დასავლურ ბაზრებთან, გაზარდა ტრანზაქციული ხარჯები და შექმნა კრიტიკული ტექნოლოგიური დეფიციტი. თუმცა, პარალელურად გაძლიერდა და ინსტიტუციონალიზდა სანქციების გვერდის ავლის ეკოსისტემა (ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“, რე-ექსპორტი მესამე ქვეყნებიდან, ალტერნატიული ფინანსური არხები). გლობალურმა ეკონომიკურმა შოკებმა, ენერგეტიკულმა და სასურსათო ინფლაციამ, გაზარდა პოლიტიკური ხარჯი, სანქციონერი სახელმწიფოებისთვის და შეასუსტა აღსრულების მექანიზმები გლობალური სამხრეთის მხრიდან გამოხატული ნეიტრალიტეტის გამო. კვლევა ასკვნის, რომ „არაეფექტიანობის“ საზოგადოებრივი შეფასება უმეტესწილად არასწორი, მაქსიმალისტური მოლოდინების შედეგია, რომლებიც მყისიერ მაკროეკონომიკურ კოლაფსს პროგნოზირებდნენ. რეალურად, სანქციები წარმოადგენს გრძელვადიანი სტრუქტურული შეზღუდვის და არა მყისიერი ქცევითი ცვლილების ინსტრუმენტს, ხოლო მათი ეფექტიანობის შემდგომი ზრდა კრიტიკულად მოითხოვს მეორეული სანქციების მკაცრ აღსრულებას.

საკვანძო სიტყვები: სანქციები, რუსეთი, გლობალური არასტაბილურობა, ენერგეტიკული ემბარგო, ექსპორტ-კონტროლი, ეკონომიკური იძულება.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/GZXF6838