ირან-პალესტინის ურთიერთობების გავლენა რეგიონული უსაფრთხოების ტრანსფორმაციაზე ახლო აღმოსავლეთში

ავტორი : მარიამი ბაზერაშვილი, ქეთევან შოშიაშვილი 23/10/2026

სტატიაში განხილულია ირან-პალესტინის ურთიერთობების გავლენა ახლო აღმოსავლეთის რეგიონული უსაფრთხოების ტრანსფორმაციაზე. კვლევა ფოკუსირებულია პოლიტიკურ, სტრატეგიულ და იდეოლოგიურ ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ირანის მხარდაჭერას პალესტინის მიმართ და მის გავლენას რეგიონში ჩართულ აქტორებსა და ძალთა ბალანსზე. ნაშრომში გაანალიზებულია ირანის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები, „წინააღმდეგობის ღერძის“ (Axis of Resistance) კონცეფცია, აგრეთვე ირანის ურთიერთობები ისეთ აქტორებთან, როგორებიც არიან ჰამასი და ჰეზბოლა, რომლებიც რიგი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო აქტორების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან მიჩნეული.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროქსი-კონფლიქტების, უსაფრთხოების დილემისა და რეგიონული პოლარიზაციის გაძლიერებას, ასევე რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების გარემოზე. კვლევა ეფუძნება რეალიზმის, კონსტრუქტივიზმისა და რეგიონული უსაფრთხოების კომპლექსის თეორიულ ჩარჩოებს, რაც შესაძლებელს ხდის როგორც ძალაუფლებრივი, ისე იდეოლოგიური ფაქტორების ერთობლივ ანალიზს.

სტატია ცხადყოფს, რომ ირან-პალესტინის ურთიერთობა სცილდება ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებს და წარმოადგენს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ელემენტს. ნაშრომის დასკვნით ნაწილში გამოკვეთილია, რომ ირანის მხარდაჭერა პალესტინური საკითხისადმი ხელს უწყობს რეგიონში პროქსი-ომების გაძლიერებას, კონფლიქტების ურთიერთდაკავშირებასა და უსაფრთხოების არქიტექტურის ფრაგმენტაციას, რაც ზრდის ფართომასშტაბიანი ესკალაციის რისკს ახლო აღმოსავლეთში.

საკვანძო სიტყვები: ირანი, პალესტინა, რეგიონი, უსაფრთხოება, კონფლიქტი.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/YXYT9977

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი