ავტორთა გზამკვლევი

 

პუბლიკაციები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ფორმატით:

მოცულობა და ფორმატი - სტატიების მოცულობა - 2500 –  12000  სიტყვა ქართულ ენაზე; ინგლისური ვერსიის შემთხვევაში 3000-13000 სიტყვა.  ინგლისური ტექსტი უნდა იყოს Times new roman, 12 ფონტის ზომით, ქართული ტექსტი უნდა იყოს Sylfaen, 12 ფონტის ზომით. სტრიქონებს შორის ინტერვალი -  1.15 და ფორმატი -  Microsoft Word (doc).

სათაურების (თავების) რაოდენობა - სტატია უნდა იყოს სტრუქტურირებული თავებად დაახლოებით ოთხიდან ექვსამდე, თანმიმდევრული ქვეთავებით (მაგალითად: 1.1 შემდეგ კი 1.1.1; 1.1.2 და ა.შ. აბსტრაქტი არ შედის თავებში).

გრაფიკები და ცხრილები უნდა განთავსდეს სტატიის შესაბამის ადგილას და დამატებით უნდა გაიგზავნოს ცალკეულ ფაილებად (JPEG ან PNG ფორმატში, მინიმალური გარჩევადობა 300 dpi). მათ უნდა ჰქონდეთ მოკლე სათაური და უნდა დაინომროს. თითოეული ილუსტრაცია უნდა იყოს დასათაურებული, ხოლო თითოეულ ცხრილს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო სათაური და ორივე შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი ფონტი. ავტორები ვალდებული არიან მიიღონ საჭირო ნებართვები სხვა პუბლიკაციებიდან ან სხვა წყაროებიდან (ბიბლიოთეკები, არქივები, საიტები...) მასალების (ტექსტის, ცხრილების ან გრაფიკების) რეპროდუცირებისთვის და  სწორად მოახდინონ მათი ციტირება.

საავტორო უფლებები საავტორო უფლებებზე ვრცელდება Creative Common-ის Attribution 4.0 International (CC BY 4.0) წესები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სტატიის გაზიარება, კოპირება, გავრცელება ნებისმიერი ფორმატით, მათ შორის კომერციული მიზნებისთვის. გთხოვთ, იხილოთ ლინკი: https://creativecommons.org/licenses/by/4.0/

 

სტატიის სტრუქტურა

სათაური - ქართულ და ინგლისურ ენებზე. სათაური სასურველია შედგებოდეს არაუმეტეს 15 სიტყვისგან ქართულად და არაუმეტეს 20 სიტყვისგან ინგლისურად. სათაურები ხშირად გამოიყენება საინფორმაციო-საძიებო სისტემებში, იგი უნდა  იყოს  ლაკონური და ინფორმატიული და ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსს. თავი აარიდეთ აბრევიატურებსა და ფორმულებს, სადაც ეს შესაძლებელია.

აბსტრაქტი - სასურველია IMRD ფორმატში (შესავალი, მეთოდოლოგია, შედეგები და დასკვნები) და მაქსიმუმ 300 სიტყვა ქართულად და 350 სიტყვა ინგლისურად. აბსტრაქტში მოცემული უნდა იყოს ნაშრომის მოკლე მიმოხილვა. მოკლედ უნდა იყოს აღწერილი კვლევის მიზანი, ძირითადი შედეგები და დასკვნები. ავტორებს ვურჩევთ გამოიყენონ შემდეგი სტილის სტრუქტურული აბსტრაქტები (1) საკითხის შესავალი/ლიტერატურის მიმოხილვა: განათავსეთ დასმული კითხვა ფართო კონტექსტში და გამოკვეთეთ კვლევის მიზანი; (2) მეთოდები: მოკლედ აღწერეთ გამოყენებული ძირითადი მეთოდები; (3) შედეგები: შეაჯამეთ სტატიაში მოყვანილი კვლევის ძირითადი შედეგები; და (4) დასკვნები: მიუთითეთ ძირითადი დასკვნები. აბსტრაქტმა   ობიექტურად უნდა წარმოადგინოს სტატია, ის არ უნდა შეიცავდეს შედეგებს, რომლებიც არ არის წარმოდგენილი და დასაბუთებული ძირითად ტექსტში და არ უნდა უტრირებდეს ძირითად დასკვნებს.

აბსტრაქტი ხშირად წარმოდგენილია სტატიისგან დამოუკიდებლად, ამიტომ ის გარკვეულწილად ავტონომიური უნდა იყოს.  ამ მიზეზით, წყაროების მითითება არ არის საჭირო, მაგრამ თუ ეს აუცილებელია, მაშინ მიუთითეთ ავტორი (ები) და წელი (წლები). ასევე, სასურველია თავიდან იქნეს აცილებული აბრევიატურები, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ისინი უნდა განიმარტოს ანოტაციაში მათი პირველი ხსენებისთანავე.

საკვანძო სიტყვები: აბსტრაქტის ბოლოს მოცემული უნდა იყოს  სტატიის  3-დან 5-მდე საკვანძო სიტყვა როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად ბრიტანული მართლწერის გამოყენებით. საკვანძო სიტყვები უნდა განსხვავდებოდეს სათაურისგან. სულ მცირე, ერთი სიტყვა უნდა  ეხებოდეს სტატიის გეოგრაფიულ კონტექსტს. საკვანძო სიტყვები შეარჩიეთ სტატიის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რომლებიც ამასთანავე გავრცელებულია საგნის დისციპლინის ფარგლებში. ზომიერად გამოიყენეთ აბრევიატურები: დასაშვებია მხოლოდ ამ სფეროში მტკიცედ დამკვიდრებული აბრევიატურები. საკვანძო სიტყვები გამოყენებული იქნება ინდექსაციის მიზნებისთვის.

 

შესავალი

შესავალში  მოკლედ უნდა შეჯამდეს კვლევა ფართო კონტექსტში და ხაზი გაესვას მის მნიშვნელობას. უნდა განისაზღვროს კვლევის მიზანი და მისი ღირებულება. განხილული   უნდა იქნეს საკვლევი საკითხის არსებული მდგომარეობა და მოყვანილი იქნეს უშუალოდ თემასთან დაკავშირებული ძირითადი პუბლიკაციები (თავიდან აიცილეთ ზოგადი ლიტერატურის დეტალური მიმოხილვა). საჭიროების შემთხვევაში ხაზი გაუსვით სადავო და განსხვავებულ ჰიპოთეზებს. მოკლედ აღნიშნეთ კვლევის ძირითადი მიზანი და გამოკვეთეთ ძირითადი დასკვნები.

 

მასალები და მეთოდები

ემპირიული კვლევის შემთხვევაში კვლევის პროცედურა, მასალები და მეთოდები დეტალურად უნდა იყოს აღწერილი. პუბლიკაციასთან დაკავშირებული ყველა მასალა და მონაცემები მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო თქვენ მასალების გამოყენების ყველა სათანადო ნებართვა უნდა გქონდეთ.

თეორიული/დოკუმენტური კვლევის შემთხვევაში თეორიის ნაწილი არ უნდა იმეორებდეს სტატიის შესავალს და უნდა განავრცობდეს მას. კვლევამ უნდა წარმოადგინოს თეორიული საფუძვლების პრაქტიკული განვითარება ან/და საფუძველი ჩაუყაროს საკითხის შემდგომი კვლევის პერსპექტივებს.

 

შედეგები და დისკუსია

შედეგების ნაწილი შეიძლება დაიყოს ქვესათაურების მიხედვით. აქ წარმოდგენილი უნდა იყოს შედეგების ლაკონური და ზუსტი აღწერა, მათი ინტერპრეტაცია და  ემპირიული/თეორიული დასკვნები. სასურველია შედეგები წარმოადგინოთ პუნქტებად და ქვეპუნქტებად. საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით საილუსტრაციოდ გამოიყენოთ გრაფიკები, ცხრილები, სქემები ან/და დიაგრამები.

დისკუსიის ნაწილში ავტორებმა უნდა განიხილონ შედეგები და ის თუ როგორ შეიძლება მათი ინტერპრეტაცია წინა კვლევებისა და სამუშაო ჰიპოთეზების გათვალისწინებით. დასკვნები და მათი შედეგები უნდა განიხილებოდეს რაც შეიძლება ფართო კონტექსტში. შესაძლოა გამოკვეთილი იყოს სამომავლო კვლევის მიმართულებებიც. აგრეთვე უნდა გაკეთდეს მითითება ლიტერატურის მიმოხილვაზე.

ამ ნაწილში უნდა აიხსნას შედეგების მნიშვნელობა და არ უნდა მოხდეს შედეგების გამეორება. ხშირად მიზანშეწონილია შედეგების და დისკუსიის ნაწილების გაერთიანება. მოერიდეთ გამოქვეყნებული ლიტერატურის ფართო ციტირებასა და განხილვას.

 

დასკვნები

ამ ნაწილში უნდა შეაჯამოთ ძირითადი მიღწევები და/ან შედეგები. კვლევის ძირითადი შედეგები შეიძლება წარმოდგენილი იყოს მოკლე დასკვნების ნაწილში, რომელიც ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი, ან შეიძლება წარმოადგენდეს დისკუსიის ქვესექციას ან შედეგებისა და დისკუსიის ქვესექციას.

 

პატენტები

ეს სექცია არასავალდებულოა, მაგრამ ის შეიძლება დაემატოს, თუ არსებობს ამ ნაშრომის შედეგად წარმოშობილი პატენტები.

დამატებითი მასალები (საჭიროების შემთხვევაში): „ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ვებგვერდზე www.mdpi.com/xxx/s1, სურათი S1: სათაური, ცხრილი S1: სათაური, ვიდეო S1: სათაური“.

ავტორთა წვლილი: რამდენიმე ავტორის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებისათვის გამოყოფილი უნდა იყოს მოკლე აბზაცი, რომელშიც მითითებულია მათი ინდივიდუალური წვლილი. გთხოვთ, მიმართოთ CRediT taxonomy- ავტორთა წვლილის აღსაწერი ტერმინებისთვის. საავტორო უფლებები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ პირებით, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოხსენებულ სამუშაოში.

დაფინანსება: გთხოვთ, დაამატოთ: ”ამ კვლევას გარე დაფინანსება არ მიუღიაანეს კვლევა დააფინანსა - მიუთითეთ დამფინანსებლის სახელი, გრანტის ნომერი XXX” და ”APC (Article Publishing Charge) დააფინანსა XXX.” ყურადღებით შეამოწმეთ მოცემული დეტალების სიზუსტე და დამფინანსებელი ორგანიზაციების სახელების დაწერისას გამოიყენეთ სტანდარტული მართლწერა https://search.crossref.org/funding- ზე.

მადლობა: ამ ნაწილში შეგიძლიათ დაადასტუროთ ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ავტორთა წვლილის ან დაფინანსების ნაწილებში. ეს შეიძლება მოიცავდეს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ დახმარებას, ან  არაფინანსურ შემოწირულობებს.

ინტერესთა კონფლიქტი: განაცხადეთ ინტერესთა კონფლიქტი ან გამოაცხადეთ:  ავტორებმა განაცხადეს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.” ავტორებმა უნდა გამოავლინონ და განაცხადონ ნებისმიერი პირადი გარემოება ან ინტერესი, რომელიც შეიძლება აღქმული იქნას, როგორც არასათანადო გავლენის მქონე კვლევის შედეგების წარდგენაზე ან ინტერპრეტაციაზე.

 

წყაროების მითითება და ციტირება

ნაშრომიდან უნდა ჩანდეს, რომ ავტორებმა მიმართეს ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზებს, იმისათვის, რომ გამოიკვეთოს სტატიის აქტუალურობა და მათი წვლილი საკითხის განვითარებაში.

ციტირება უნდა მოხდეს APA სტილით. სასურველია ციტირებისთვის გამოიყენოთ შესაბამისი პროგრამა ან პლატფორმა (მაგალითად mendeley, რომელიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი), რომლის მეშვეობითაც მარტივად მოახდენთ ციტირებას და სტანდარტების დაცვას. ციტატები  უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტებს:

ციტირება წარმოდგენილი იქნება ფრჩხილებში -  ავტორის გვარის/ების და გამოქვეყნების წელის მითითებით. (Boudon, 2004).

როდესაც ერთი და იგივე ავტორის ორი ნაშრომი გამოცემულია ერთსა და იმავე  წელს, მათი გარჩევა შესაძლებელია  პატარა ასოების გამოყენებით გამოცემის წლის მითითების  შემდეგ; მაგალითად, (Giner, 2004a).

თუ ავტორები ორნი არიან, მოიხსენიება „და“ კავშირით შეერთებული ორი გვარი: (Seville and Martínez-Alba, 2005);  ორზე მეტი ავტორის შემთხვევაში, პირველი ავტორის გვარს მოსდევს "et al". (Domínguez et al., 2005), თუმცა საბოლოო ბიბლიოგრაფიის ცნობარში  ყველა ავტორი მიეთითება.

პირდაპირი ციტატების ციტირების  შემდეგ მას უნდა დაერთოს შესაბამისი მითითება ფრჩხილებში, რომელშიც აუცილებლად მოყვანილი იქნება ციტირებული გვერდები; თუ ისინი ოთხ სტრიქონს გადააჭარბებენ, ისინი გამოყოფილ უნდა იქნას ძირითადი ტექსტიდან, ბრჭყალების გარეშე, უფრო დიდი სააბზაცო შეწევით  და მცირე ზომის შრიფტით.

ბიბლიოგრაფიული წყაროების სრული სია განთავსდება ტექსტის ბოლოს, სათაურით ”ბიბლიოგრაფიული წყაროები”. წყაროები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ ნორმებს:

 

·       ტექსტში მოყვანილი ყველა ციტირებული ნაშრომი უნდა იყოს მითითებული საბოლოო სიაში (ბიბლიოგრაფიაში), ისევე როგორც ბიბლიოგრაფიაში წარმოდგენილი თითოეული გამოყენებული წყარო მითითებული უნდა იყოს ტექსტში.

·      ყველა წყაროს, რომელსაც აქვს DOI (ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი), უნდა ჰქონდეს ის დართული   ბოლოში.

·       ჩამონათვალი წარმოდგენილ უნდა იქნას ანბანური თანმიმდევრობით ავტორის გვარის შესაბამისად. ერთი და იგივე ავტორის რამდენიმე წყაროს მითითების შემთხვევაში, ისინი დალაგდება ქრონოლოგიურად წლების მიხედვით. პირველ რიგში მოყვანილ იქნება მხოლოდ ავტორის ნაშრომები, შემდგომ -  ავტორის მიერ შედგენილი შრომები, და ბოლოს -  თანაავტორობით გამოქვეყნებული ნაშრომები.

·         ბიბლიოგრაფიული წყაროების  ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს APA სტანდარტებს, როგორიცაა:

ü  დაბეჭდილი სტატია: გვარი, ა. ა., გვარი, ბ. ბ. & გვარი, გ. გ. (წელი). სტატიის სათაური. გამოცემის სახელწოდება, ტომი (ნომერი), გვერდები.

ü  წიგნი ავტორის მითითებით: გვარი, ა. ა. (წელი). სათაური. ქალაქი: სარედაქციო.

ü  წიგნი რედაქტორის მითითებით: გვარი, ა. ა. (რედაქტორი). (წელი). სათაური ქალაქი: სარედაქციო.

ü  დაბეჭდილი წიგნის ელექტრონული ვერსია: გვარი, ა.ა. (წელი). სათაური.მოღებულია www.example.com - დან

ü  წიგნის თავი: გვარი, ა. ა. & გვარები, ა. ა. (წელი). თავის სათაური. ა. ა. გვარში (რედაქტორი), წიგნის სათაური (გვ. Nn-nn). ქალაქი: სარედაქციო.

ü  ვიდეოები: გვარი, ა. ა. (პროდიუსერი), & გვარი, ა. ა. (რეჟისორი). (წელი). სათაური [კინო ფილმი]. მწარმოებელი ქვეყანა: კვლევა.

ü  ონლაინ ვიდეოები: გვარი, ა.. ა.. (წელი, თვე, დღე). სათაური [ვიდეო ფაილი]. ამოღებულია: www.example.com - დან.

ü  ვებგვერდები: გვარი, ა. ა. (წელი). ვებსაიტის სათაური. ამოღებულია www.example.com - დან

ü  სიმპოზიუმები და კონფერენციები: გვარი, ., და გვარი, . (თვე, წელი). პრეზენტაციის სათაური. ა. კონგრესის (პრეზიდენტობის) პრეზიდენტის ინიციალები, სიმპოზიუმის სახელწოდება. სიმპოზიუმი ჩატარებულია (საორგანიზაციო დაწესებულების სახელწოდაბა) მიერ, ადგილი.

ü  სადისერტაციო ნაშრომი: გვარი, ., და გვარი, . (წელი). ნაშრომის დასახელება (ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომი). დაწესებულების დასახელება, ადგილი. ამოღებულია www.example.com - დან

ü  პირველი გამოცემები: როდესაც პირველი გამოცემის წელი არ ემთხვევა ციტირებული გამოცემის წელს, ტექსტში ციტირებული იქნება პირველი გამოცემის წელი, ხოლო მითითების ბოლოს -  გამოყენებული გამოცემის წელი, მაგალითად: ვებერი, მაქსი (1922). ეკონომიკა და საზოგადოება. მექსიკა: Fondo de Cultura Económica, 1964 .

 

გამოყენებული წყაროების მაგალითი

Adams, A.-M. et al. (2020) ‘Student engagement with feedback and attainment: the role of academic self-efficacy’, Assessment & Evaluation in Higher Education. Routledge, 45(2), pp. 317–329. doi: 10.1080/02602938.2019.1640184.

Bandura, A. (1978) ‘Self-efficacy: Toward a unifying theory of behavioral change’, Advances in Behaviour Research and Therapy. Pergamon, 1(4), pp. 139–161. doi: 10.1016/0146-6402(78)90002-4.

Joët, G., Usher, E. L. and Bressoux, P. (2011) ‘Sources of self-efficacy: An investigation of elementary school students in France’, Journal of Educational Psychology, 103(3), pp. 649–663. doi: 10.1037/a0024048.

Zimmerman, B. J. and Kitsantas, A. (2014) ‘Comparing students’ self-discipline and self-regulation measures and their prediction of academic achievement’. doi: 10.1016/j.cedpsych.2014.03.004.

 

 

© 20-- by the authors. Submitted for possible open access publication under the terms and conditions of the Creative Commons Attribution (CC BY) license (http://creativecommons.org/licenses/by/4.0/).

 

დანართი

დანართი არის არასავალდებულო ნაწილი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დეტალებს და დამატებით მონაცემებს ძირითადი ტექსტის შესავსებად. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ. ყველა დანართი უნდა იყოს ციტირებული მთავარ ტექსტში და აღნიშნული უნდა იყოს ლათინური ასოებით, მაგალითად: დანართი A (საჭიროების შემთხვევაში A1, A2...), დანართი B, დანართი C და ა.შ.

 

 

 

კავშირი