ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გავლენა პროექტების ციკლზე, ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადობა მენეჯმენტში

ავტორი : ლელა ყურაშვილი 24/12/2025

სტატიის აბსტრაქტი 

დღევანდელ გლობალურ და სწრაფად ცვალებად გარემოში, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვა გარდამტეხ როლს ასრულებს პროექტების მართვის თანამედროვე პრაქტიკაში. კვლევის მიზანია დეტალური ანალიზი იმისა, თუ როგორ ახდენს გავლენას ტექნოლოგიური ინსტრუმენტები პროექტის ციკლის ყველა ეტაპზე და რა როლი აქვთ მათ ორგანიზაციული მდგრადობის, ეფექტიანობისა და ინოვაციური განვითარების უზრუნველყოფაში.

კვლევა იყენებს შერეულ მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ ანალიზს, აგრეთვე მეორეული მონაცემების (ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევები, პოლიტიკის დოკუმენტები) სიღრმისეულ განხილვას. რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება მოხდა ონლაინ-კითხვარის საშუალებით, რომელმაც აჩვენა, რომ ორგანიზაციების 82% იყენებს ციფრულ ინსტრუმენტებს პროექტების მართვაში. თვისებრივი ანალიზი, რომელიც ღია კითხვებით განხორციელდა, გამოკვეთს ძირითად გამოწვევებს, როგორიცაა ტექნიკური უნარების ნაკლებობა და ფინანსური რესურსების შეზღუდვები.

შედეგებმა აჩვენა, რომ ციფრული პლატფორმების, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიტიკის და ავტომატიზაციის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ზრდის პროცესების გამჭვირვალობას, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების დროს და აძლიერებს გუნდურ კოორდინაციას, რაც ხელს უწყობს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. მიუხედავად ამისა, მდგრადობის პრინციპების ინტეგრაცია პროექტის მენეჯმენტში კვლავ რჩება აქტუალურ გამოწვევად.

კვლევა ხაზს უსვამს პარტნიორობის მნიშვნელობას და მოუწოდებს ორგანიზაციებს, შექმნან ინოვაციურ კულტურაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს აქტიურად განახორციელონ ახალი იდეების ტესტირება და დანერგვა. ამ ნაშრომის სამეცნიერო ღირებულება მდგომარეობს ინტეგრირებული ანალიტიკური მოდელის შეთავაზებაში, რომელიც აკავშირებს პროექტის მართვის კლასიკურ მიდგომებს ციფრულ ინოვაციებთან.

პრაქტიკული შედეგები აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიზანმიმართული გამოყენება აუცილებელი მოთხოვნაა პროექტების ეფექტიანობის, რესურსების ოპტიმიზაციისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, ნაშრომი დასტურებს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ არჩევითი ინსტრუმენტი, არამედ გარდაუვალი მოთხოვნა თანამედროვე პროექტების წარმატებული განხორციელებისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

 

საკვანძო სიტყვები: ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, პროექტის მართვა, ციფრული ტრანსფორმაცია, პროექტის ციკლი, მდგრადობა, ინოვაცია

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/ZCNI1268

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი