ციფრული ფულის სამართლებრივი ბუნება და რეგულირების ძირითადი გამოწვევები: შედარებით-სამართლებრივი და ტრანსნაციონალური ფინანსური რეგულირების ანალიზი

ავტორი : ნინო ჯოლია 26/11/2026

სტატია ეძღვნება ციფრული ფულის სამართლებრივი ბუნების კომპლექსურ ანალიზს და მისი რეგულირების ძირითადი გამოწვევების კვლევას შედარებითი სამართლისა და ტრანსნაციონალური ფინანსური რეგულირების კონტექსტში. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში ციფრული ფული ჩამოყალიბდა როგორც მრავალგანზომილებიანი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ასპექტებს. კვლევა ეფუძნება დოგმატურ, სისტემურ და შედარებით-სამართლებრივ მეთოდოლოგიას და აანალიზებს ციფრული ფულის დეფინიციის, კლასიფიკაციისა და ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს.

სტატიაში განხილულია ციფრული ფულის ძირითადი სახეები − ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC), კრიპტოვალუტები და ელექტრონული ფული − მათი სამართლებრივი სტატუსისა და რეგულირების განსხვავებული მოდელების ჭრილში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრანსსასაზღვრო ბუნებიდან გამომდინარე იურისდიქციულ კოლიზიებს, ფინანსური სტაბილურობის რისკებს, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებს. კვლევა ასაბუთებს, რომ ციფრული ფულის ეფექტური რეგულირება მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, ჰარმონიზებულ და რისკზე ორიენტირებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც დააბალანსებს ინოვაციების ხელშეწყობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებას.

საკვანძო სიტყვები: ციფრული ფული, კრიპტოაქტივები, CBDC, ტრანსნაციონალური ფინანსური რეგულირება, რისკზე დაფუძნებული რეგულირება.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/UFYJ5701

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი