PDF-ის ჩამოტვირთვა
ისტორიის გადაწერა: განმუხურის ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკის გამოყოფა ვარდების რევოლუციის შემდგომი რეჟიმის მეხსიერების პოლიტიკაში
ლუკა ეხვაია
30/12/2022
სტატია განიხილავს აფხაზეთის კონფლიქტური რეგიონის საზღვართან განმუხურის ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკის (გაპბ) გახსნას, იმავე რეგიონში მიმდინარე სხვა ისტორიული პროცესების პარალელურად. ამით იქმნება უფრო ფართო ისტორიული კონტექსტი და ხდება მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობის რეკონსტრუქცია. იმ ისტორიული პროცესების თანმიმდევრული გამოძიება, რამაც გამოიწვია განმუხურის ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკის აშენება აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან მხოლოდ ერთი კილომეტრის დაშორებით და მისი დანგრევა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, ავლენს კონფლიქტის ზონაში ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკის აშენების ინიციატივის მოტივებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) მთავრობამ ბანაკი 2007 წელს ააშენა, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილი, რომელიც გეგმავდა ახალგაზრდულ-პატრიოტული ბანაკის მოწყობას მთელი საქართველოს მასშტაბით. გაპბ ზაფხულის არდადეგებზე ექვსასამდე ახალგაზრდას მასპინძლობდა. მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობის რეკონსტრუქციით, სტატია განიხილავს, იყო თუ არა განმუხურის ბანაკი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების რევანშიზმის ნაწილი და გამოიყენებოდა თუ არა ეს სივრცეები, ისევე როგორც სხვა პატრიოტული ბანაკები, მმართველი პარტიის ოფიციალური პოლიტიკის გასაძლიერებლად. ანალიზის პროცესში ვცდილობთ ვაჩვენოთ, გამოიყენეს თუ არა ბანაკის მონაწილეები ცოცხალ ფარად რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ და იყო თუ არა ბანაკის აშენება ნაციონალური მოძრაობის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რათა გაემართლებინათ ახლო წარსულში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების აგრესიული კამპანია. ამისათვის ნაშრომი განიხილავს ისტორიულ კონტექსტს და ყურადღებით შეისწავლის ბანაკების გარემოს, განლაგებასა და შიდა სტრუქტურას.
PDF-ის ჩამოტვირთვა
საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ანალიზი, გამოწვევები და პოტენციალი
გიორგი აბაშიშვილი, სალომე ლიპარტელიანი
30/12/2022
ეფექტური სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემები ქმნიან ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობებს და სარგებელს, რომელიც გამოიხატება ისეთ დადებით მულტიპლიკაციურ ეფექტებში, როგორებიცაა ბაზრების, განათლების, დასაქმების და დამატებითი ინვესტიციების ხელმისაწვდომობის ზრდა. კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის, შესაძლებლობების, არსებული პრობლემების, გამოწვევების და პერსპექტივების ანალიზს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან ერთად შეიმუშაოს რეგიონული სატარიფო პოლიტიკა. შესაბამისად, უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია. აღნიშნული, ცალსახად გაამარტივებს ოპერაციების მართვას და ამასთან, ეფექტურად წარმოაჩენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. გარდა ჩამოთვლილისა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ასათვისებლად უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო და რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მშენებლობა. სტატიის ფარგლებში შემუშავებული კომპლექსური რეკომენდაციები, მნიშვნელოვნად წარმოაჩენს ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალსა და მის მიმზიდველობას.