ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში. 2019 წელს სწრაფად გაიზარდა სოციალური მედიის გამოყენება Covid 19-ის გავრცელებასთან ერთად, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო მომხმარებლებმა დაიწყეს მეტი დროის გატარება ონლაინ. სოციალური მედია გაჯერებულია დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციისა და სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის ტექსტებით. 2020 წლის პირველ ნახევარში Facebook-მა წაშალა 3,3 მილიარდი ყალბი ან შეცდომაში შემყვანი შინაარსის მქონე ტექსტი. „დეზინფორმაცია“ და „სიძულვილის ენა“ ყველაზე სადავო კატეგორიებია სოციალურ მედიაში, რადგან ძნელია შეთანხმება ამ ტერმინების უნივერსალურ განმარტებაზე. ეს სტატია განიხილავს პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას მყიფე და არაკონსოლიდირებული დემოკრატიები სოციალურ მედიაში და ასევე ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ ირღვევა ხშირად ადამიანის უფლებები ონლაინ სიტყვის თავისუფლების დაცვის ხარჯზე. საქართველო შერჩეულია, რადგან მას ყავს მკვეთრად პოლარიზებული საზოგადოება, რომელიც კიდევ უფრო იხლიჩება სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციით. სტატიაში გაანალიზებულია ონლაინ დეზინფორმაციის მონაცემები საქართველოდან, სადაც ფეისბუქს აქტიურად იყენებს ზრდასრული მოსახლეობის 75%-ზე მეტი, განხილულია ციფრული საზოგადოებისთვის მიწოდებული დეზინფორმაციის ტიპები და როგორ უქმნის ის საფრთხეს ინტერნეტ მომხმარებლების ადამიანის უფლებებს. გარდა ამისა, სტატია ასევე მიმოიხილავს ტრანსნაციონალურ დონეზე არსებულ მარეგულირებელ ჩარჩოს დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, ისევე როგორც თვითრეგულირების მექანიზმებს, რომლებიც მიღებულია სოციალური მედიის პლატფორმების მიერ Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭოს მაგალითზე. ბოლოს, სტატიაში დასახელებულია მედიაწიგნიერება, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოში ონლაინ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.