ციფრული ფულის სამართლებრივი რეგულირება: საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მოდელი

ავტორი : ნინო ჯოლია 29/06/2026

ციფრული ფულის განვითარება ფუნდამენტურად ცვლის თანამედროვე საფინანსო ურთიერთობების სამართლებრივ არქიტექტურას. ტრადიციული ფულადი სისტემები ეფუძნებოდა სახელმწიფოს მონეტარულ სუვერენიტეტს და ცენტრალიზებულ ემისიას, ციფრული ფულის გავრცელებამ კი სამართლის წინაშე სრულიად ახალი გამოწვევები წარმოქმნა. კვლევა ეფუძნება ნორმატიულ, კომპარატივისტულ და სისტემურ ანალიზს. შედარებითი კვლევის ობიექტებია FATF-ის საერთაშორისო სტანდარტები, ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩო (MiCA, AMLD5/AMLD6, TFR, NIS2) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოს AML/CFT-ზე ორიენტირებული ჩარჩო ფინანსური უსაფრთხოების საფუძველს ქმნის, მაგრამ ავლენს სისტემურ ხარვეზებს: კლასიფიკაციის ნაკლებობა, Travel Rule-ის კოდიფიკაციის არარსებობა, მომხმარებელთა დაცვის სუსტი მექანიზმები, კიბერუსაფრთხოების სეგმენტაცია და სასამართლო-სააღსრულებო კოლიზიები. საქართველოსთვის ოპტიმალური გზა არ არის MiCA-ს მექანიკური კოპირება, არამედ ფუნქციური, პროპორციული და ეტაპობრივი ჰარმონიზაცია უსაფრთხოების, პროპორციულობისა და ტექნოლოგიური ნეიტრალობის პრინციპებზე დაყრდნობით. შემოთავაზებული ჰარმონიზაციის მოდელი მიზნად ისახავს არა მხოლოდ სამართლებრივი განსაზღვრულობის გაზრდას, არამედ ფინანსური სტაბილურობის, ინოვაციისა და ბაზრის ეფექტიანობის დაბალანსებასაც.

საკვანძო სიტყვები: ციფრული ფული, ჰარმონიზაცია, FATF, MiCA, სამართლებრივი ჩარჩო.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/BCPT6571  

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი