მესამე პირები ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში

ავტორი : ქეთევან ცინცაძე 04/06/2026

წინამდებარე სტატია ეძღვნება მესამე პირის სამართლებრივი ბუნების და არსის დადგენას, იმას თუ რა საფუძვლებთან არის დაკავშირებული მესამე პირის ინსტიტუტის ჩამოყალიბება.

სტატიაში მოკლედ არის განხილული ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სახეები, მათი უფლებები და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მესამე პირებთან მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასამართლო პრაქტიკაში წარმოშობილ რიგ პრობლემურ საკითხებს, მათ შორის, მესამე პირების ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმის თავისებურებებს, ჩვეულებრივი მიწვევის მესამე პირების მიერ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლებას, მესამე პირებთან მიმართებაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის საკითხს.

აღნიშნული სტატიის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნების კანონმდებლობის, ასევე სასამართლო პრაქტიკის შესწავლა, რაც მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

საკვანძო სიტყვები: სავალდებულო მიწვევის მესამე პირი, ჩვეულებრივი მიწვევის მესამე პირი, ინკვიზიციურობის პრინციპი, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/KRTY4852

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი