დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოლოდინები ციფრულ სარეკლამო სექტორში: ჰარმონია თუ დისბალანსი

ავტორი : უჩა გოგიძე 25/12/2025

სტატიის აბსტრაქტი

ბოლო წლების განმავლობაში ციფრულ სარეკლამო სექტორში მომუშავე პროფესიონალებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაცია და ურთიერთმოლოდინები აქტუალური საკითხი გახდა. ქართული ბაზარი, როგორც განვითარებადი ეკონომიკის ნაწილი, ჯერ კიდევ აყალიბებს ციფრული მარკეტინგის სტანდარტებს, რის გამოც ხშირად ხდება სხვადასხვა პოზიციის შინაარსის შერწყმა, გაუგებრობა ან არასწორი მოთხოვნების წაყენება. ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფი განვითარება კიდევ უფრო ამძაფრებს ამ გამოწვევებს და ქმნის ახალ მოთხოვნებს, რაც სტატიაში ჰიპოთეზის დონეზეა განხილული. ჩვენი სტატია მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული სარეკლამო პოზიციების კლასიფიკაციის ანალიზს და იმ მოლოდინების შედარებას, რაც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს აქვთ ერთმანეთისგან. სტატია დიდწილად ეყრდნობა უჩა გოგიძის კვლევას  „ციფრული სარეკლამო საქმიანობების კლასიფიკაცია - მოთხოვნები და შეთავაზებები ბიზნესის მხრიდან“ (2023), რომელიც ჩატარდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში; ამ სტატიისთვის კი დამატებულია განახლებული მონაცემები და შეფასებები.  კვლევის განხორცილებისას გამოიკითხნენ პროფესიონალები ციფრული რეკლამის სფეროდან, ასევე გაანალიზდა დასაქმების წამყვან ვებგვერდებზე (HR.ge, Jobs.ge) განთავსებული ვაკანსიები. დასტურდება, რომ ბაზარს აკლია როლების სტანდარტიზაცია. ამის შედეგად, ბიზნესები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტში, ხშირად აერთიანებენ მრავალ სპეციალიზებულ ფუნქციას ერთ, ხშირად გადატვირთულ პოზიციაში. 

 

საკვანძო სიტყვები: ციფრული რეკლამირება, დასაქმების ბაზარი, პოზიციების შერწყმა, ხელოვნური ინტელექტი (AI), მარკეტინგი

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/THGL8973

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი