საქართველოსა და ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მექანიზმის შედარებითი ანალიზი

ავტორი : სოფიო ორმოცაძე 15/12/2025

სტატიის აბსტრაქტი

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებათა მიღების შემდეგ დგება საბოლოო სამართლებრივი შედეგი, რომელთა აღსრულების გარანტირება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას სასამართლოს საქმიანობის ქმედითობის შეფასებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს როლისა და უფლებამოსილებების გათვალისწინებით, რომლითაც იგი არსებით გავლენას ახდენს არამარტო ცალკეულ პირებზე, არამედ ხელისუფლების შტოებზე მათ შორის პოლიტიკურ ორგანოებზეც, მნიშვნელოვანია, არსებობდეს გადაწყვეტილებათა აღსრულების მყარი გარანტიები, რამეთუ თავიდან იქნას აცილებული გადაწყვეტილებით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების უგულველყოფა. ასევე, სახელმწიფო და პოლიტიკური ორგანოების თვითნებობა, რომ არ აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ანდა კანონმდებლობაში დატოვონ არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი ნორმის მსგავსი შინაარსის რეგულაციები. ნაშრომში შედარებითი კვლევის მეთოდის გამოყენებით გაანალიზებულია საქართველოსა და ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი საფუძვლები. 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი გარანტიები საკმაოდ სუსტია, რაც აისახება მისი გადაწყვეტილებების აღუსრულებლობაზე, გაჭიანურებულ აღსრულებასა თუ არასათანადოდ აღსრულებაზე. ამის საპირისპიროდ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საკმაოდ მტკიცეა, რასაც წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მძიმე გამოცდილება მისი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებათა აღსრულების ესპანური მოდელი საკმაოდ მტკიცეა და შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამიტომაც, ნაშრომში  შემოთავაზებულია ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც გააუმჯობესებს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების პროცესს საქართველოში.

 

საკვანძო სიტყვები: საკონსტიტუციო სასამართლო, გადაწყვეტილებათა აღსრულება, მყარი და განჭვრეტადი მექანიზმები.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/QAOB3091

 

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი