სუბსიდიები ხელს უწყობენ ზრდას თუ იწვევენ დამოკიდებულებას? საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ემპირიული ანალიზი

ავტორი : თეა კასრაძე, ნათია ლაკია 12/12/2025

სტატიის აბსტრაქტი 

ნაშრომის მიზანია სახელმწიფო სუბსიდიების გავლენის შეფასება საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე. ემპირიული ანალიზი, რომელიც იყენებს 2016 -2025 წლების მონაცემებს და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარების ფინანსურ ინდიკატორებს, აჩვენებს, რომ სუბსიდიებს მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვთ მცირე და საშუალო საწარმოების შემოსავლებსა და აქტივებზე. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ეფექტი მცირდება, ვალდებულებების აქტივებთან თანაფარდობა იზრდება და დასაქმების დონესთან მნიშვნელოვანი კორელაცია არ შეინიშნება. კვლევა ასკვნის, რომ დაუგეგმავი სუბსიდიები სუსტი კონტროლის მექანიზმებით ქმნის „ზომბი ეკონომიკის“ ჩამოყალიბების რისკს და არ ახდენს მდგრად, დადებით გავლენას მცირე და საშუალო ბიზნესზე.

საკვანძო სიტყვები: სუბსიდია, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs), სუბსიდიის ეფექტურობა, თანადაფინანსება, გრანტი, მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებლები, ვალისა და აქტივების თანაფარდობა, ზომბი კომპანიები.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/MQAA9456

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი