ლიდერობის გენდერული გავლენის თავისებურებები ორგანიზაციული კულტურის ფორმირებაზე

ავტორი : აბელ აბესაძე 24/11/2025

სტატიის აბსტრაქტი

ტრადიციულად კვლევები ლიდერობის სფეროში ორიენტირებული იყო მამაკაც ხელმძღვანელზე, ეს ითვლებოდა ერთგვარ სტანდარტად. ბოლო დროს, თანდათანობით, სქესებს შორის თანასწორობის დამყარების პირობებში დაიწყო ცვლილებები, ქალები არა მარტო იღებენ უმაღლეს განათლებას, არამედ უკავიათ ხელმძღვანელი  თანამდებობები და არიან ლიდერები.

კვლევის მიზანს წარმოადგენს ისეთი პრობლემის შესწავლა, როგორიცაა, ლიდერობისა და სქესის ურთიერთკავშირი. მიზნის მისაღწევად გადასაჭრელია შემდეგი ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებული ამოცანები: (i) ლიდერის როლში ქალებისა და კაცების გამოვლინების სიხშირე, (ii) გენდერული ლიდერული ქცევის სტილი, (iii) ქალების მიერ ლიდერული როლის შესრულების ეფექტურობა და მათი  ლიდერობისკენ ლტოლვა.

კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველი გახდა დიალექტიკური მეთოდი,  რომელიც წარმოადგენს წესების სისტემას, რომელთაც საკვლევი თემის სფეროს კანონზომიერებათა ცოდნის საფუძველზე ვეყრდნობით და ვახდენთ  ახალი ცოდნის ფორმულირებას. კვლევაში გამოყენებულია შემეცნების დიალექტიკური მეთოდის ინსტრუმენტი - დიალექტიკური ლოგიკა, რამაც მოგვცა საშუალება, ტექნიკურად განგვეხორციელებინა კვლევის პრინციპების ფორმულირება, თეორიულად დაგვესაბუთებინა იმ ფორმების ჭეშმარიტება, რომლებიც გამომდინარეობს კვლევის მიზნიდან.

კვლევის შედეგების თანახმად, ეფექტურ ლიდერებს აქვთ როგორც ქალური, ასევე მამაკაცური ლიდერობის ტექნიკის კომბინაცია, რაც ავლენს შერეულ ლიდერობის სტილს, რომელიც სცილდება აშკარა გენდერულ განსხვავებებს. ლიდერობის თვისებებს აქვთ საერთო ბუნება, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის გენდერთან. კვლევამ აჩვენა, რომ წარმატებულ ლიდერობას ავლენენ ისინი, ვისაც სქესის მიუხედავად, აქვს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი ლიდერებისთვის ტიპური  ფსიქოლოგიური მახასითებლები/ქცევები. გენდერული სტერეოტიპების თანდათანობითი ეროზია განპირობებულია ეფექტური ლიდერობის ანალიზის მიდგომების ცვლილებით, სადაც ყურადღება გადადის ადამიანის ქალად ან მამაკაცად აღქმიდან მის უბრალოდ პიროვნებად აღქმაზე.

 

საკვანძო სიტყვები: ლიდერობა, გენდერი, ლიდერული ქცევის სტილი, მასკულინიზმი, ფემინიზმი

 

DOI: https://doi.org/10.55367/MSCH3705

 

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი