ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა (უცხოეთის და საქართველოს გამოცდილება)

ავტორი : მზევინარ ნოზაძე, თამარ ბერიძე, მედეა ჭელიძე 19/12/2024

სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, მსოფლიო საზოგადოების წინაშე მწვავე სოციალური პრობლემები დგას, რომელთა მოგვარებაც წარმოადგენს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სუბიექტების პასუხისმგებლობას, განახორციელონ პოზიტიური ქმედებები საზოგადოების სასარგებლოდ. დღეისათვის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია პოპულარულია როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნების ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაში და მოიცავს მათი საქმიანობის სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ასპექტებს, კერძოდ რესურსების ეკონომიას, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, გარემოს დაცვას, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებას, მიწოდების ჯაჭვის პასუხისმგებლიან მართვას და სხვა. მეოცე საუკუნის ბოლოდან ბიზნეს-სუბიექტების მიერ „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის“ კონცეფცია გახდა მათი წარმატებული საქმიანობის, მათი იმიჯის და ცნობადობის მნიშვნელოვანი კომპონენტი. კვლევის მიზანს წარმოადგენს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის არსის და როლის განსაზღვრა უცხოური და საქართველოში მოქმედი ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობასთან მიმართებაში.
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი