ავტორი : გიგა პერტია 10/12/2024
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მცირე ბიზნესს ნებისმიერი ქვეყნის რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ძალიან დიდი როლი აკისრია. იგი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას, ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებით და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებით. სწორედ, ყოველივე აქედან გამომდინარე, მცირე ბიზნესის განვითარება ნებისმიერ ქვეყანაში უნდა წარმოადგენდეს პრიორიტეტს და უნდა დაინერგოს მათი განვითარების ხელშემწყობის თანამედროვე და ეფექტური მექანიზმები.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკურმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე საწარმოების ნახევარზე მეტი სამეურნეო-სამეწარმეო პროცესებს ახორციელებს მცირე პერიოდით, შემდეგ კი წყვეტს ფუნქციონირებას. დროთა განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, მცირე ბიზნესის ფინანსური სტაბილურობა და მათი განვითარების ხელშეწყობა სულ უფრო მეტად წარმოადგენს მთავარ საზრუნავს.
სტატიაში განხილული და გაანალიზებულია მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების და ღონისძიებების შემოღებისა და დანერგვის უცხოური გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უცხოეთის განვითრებულ ქვეყანებში მცირე ბიზნესის განვითრების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელებულ საგადასახადო რეფორმებს/ცვლილებებს და მათი მოქმედების ეფექტს. ყოველივე ამის საფუძველზე, მომზადებულია შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.