ავტორი : თეა კასრაძე, პაპუნა გიქორაშვილი 03/08/2024
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს წმინდა საბრუნავი კაპიტალის (NWC) მართვის კრიტიკულ ანალიზს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში (SME), მისი გავლენის კვლეევას მომგებიანობაზე, განსაკუთრებით წმინდა მოგებასა და აქტივების უკუგებაზე (ROA). ნაშრომი სწავლობს NWC-ის მოქმედებას ფინანსურ მაჩვენებლებზე მცირე და საშუალო საწარმოებში, რადგან ვთვლით, რომ სამუშაო კაპიტალის ეფექტური მენეჯმენტი არის ბიზნესის მდგრადობის და ზრდის ძირითადი გასაღები.
ყოვლისმომცველი ანალიტიკური მიდგომით და ქართულ და უცხოურ კვლევებში გამოყენებული მეთოდოლოგიების ინტეგრირებით ნაშრომში გაანალიზებულია NWC-ის დამოკიდებულება მთლიან აქტივებთან და ROA-სთან, ასევე NWC-სა და წმინდა მოგებას შორის, რითაც წარმოდგენილია სრული სურათი მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური სიჯანსაღისა და ეფექტიანი საქმიანობის შესახებ. კვლევა ხაზს უსვამს სტრატეგიული ფინანსური დაგეგმვის მნიშვნელოვან როლს კომპანიის მომგებიანობის და აქტივების გამოყენების გაუმჯობესებაში. მიღებული რეკომენდაციები იქნება გზამკვლევი SME-თვის მათი საბრუნავი კაპიტალის ოპტიმიზაციის მცდელობებში და ფინანსური შედეგების გაძლიერების მისწრაფებაში.
Article DOI:https://doi.org/10.55367/GMVW2326