გამოგონებაზე დაფუძნებული სამეწარმეო სტარტაპის ზრდის კონფიგურაცია

ავტორი : ანნა თანდილაშვილი, ნინო თანდილაშვილი, მარინა ტაბატაძე 03/08/2024

კვლევა შეისწავლის სამეწარმეო ზრდის კონფიგურაციული ცვლილების მნიშვნელოვან საკითხებს. კონკრეტულად ის იკვლევს პოსტ-სტარტაპული ეტაპის კონფიგურაციას გამოგონებაზე დაფუძნებულ საწარმოეო ტიპის სტარტაპში და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ჩვენი ცოდნა სტარტაპის განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის პროცესის შესახებ. ქეისის თვისობრივი შესწავლის საფუძველზე საშუალება გვეძლევა დეტალურად გავაანალიზოთ თუ რა ხდება, როდესაც სტარტაპი ცდილობს გადავიდეს პროდუქტის გამოგონებიდან მის კომერციალიზაციის ეტაპზე, რატომ ხდება გარკვეული ქმედებები და როგორ მოქმედებს ისინი საწარმოზე. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გამოგონებაზე დაფუძნებული სტარტაპების ზრდის პროცესისასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ურთიერთშემავსებელი მექანიზმის არსებობა: მეწარმეების შეხედულებებისა და გადაწყვეტილების მიღების ლოგიკის ცვლილება და დროის ზეწოლის ან სხვა პასუხისმგებლობების გამოყენება, როგორც სამოტივაციო ინსტრუმენტი. Article DOI: https://doi.org/10.55367/ZDKI3774
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი