ავტორი : ნანა ზაზაძე, გიორგი რუსიაშვილი 03/08/2024
ნაშრომში განხილული და შესწავლილია დინამიური კონკურენციის თეორიული საფუძვლები ინოვაციური განვითარების შესაძლებლობების ჭრილში ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ხარისხის მართვის ხარჯზე. დინამიური კონკურენციის პირობებში განვიხილავთ საზოგადოების სარგებელს ნეშის წონასწორობის ფარგლებში, საზოგადოებების დაფუძნების ფინანსურ პრობლემებს, საქართველოს გარდამავალ პერიოდში დასაქმების დინამიკას და განსვსაზღვრავთ კორპორაციონიზმის და ბრენდიზმის განვითარების პერსპექტივებს.
ნაშრომში ასევე შესწავლილია ასოცირების ხელშეკრულების ლეგალური ბაზა, კანდიდატის სტატუტის და მოლაპარაკების ფაზის მოთხოვნები დამსაქმებელთა მიმართ და ზოგადად, ევროკავშირის სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის შინაარსი.
ავტორები დაასკვნიან, რომ საქართველოში ფართომასშტაბურად მიმდინარეობს დინამიური კონკურენციის დამკვიდრება, რაც შუმპეტერის, ვებერის, ჰაიეკის და სხვების თავისუფალი მეწარმეობის, ეკონომიკური "ფხიანობის", Laissez-faire პრინციპებს ეწინააღმდეგება და პასუხისმგებელი მომხმარებლის კონცეფციას უპირისპირდება, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ჭარბწარმოების პირობებში დამატებითი რეგულირების ფორმად შეიძლება იქნეს აღქმული.
დასავლეთში, მთლიანი შიდა პროდუქტის 80% მოდის მოსახლეობის მხოლოდ 20%-ზე, იმ დროს, როდესაც მოსახლეობის 80% ქმნის მხოლოდ მშპ-ის 20%-ს და თვითდასაქმებულების დილემა სულ უფრო აქტუალური ხდება ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით, რაც ნანოტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის (ნეიროქსელები) და რობოტიზაციის განვითარებას უფრო მეტად აძლიერებს.
ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშების მიდგომებიდან გამომდინარე, განხილულია ინოვაციის კვლევისა და განვითარების ხარჯების აღიარების პრინციპები თანამედროვე ეკონომიკაში, რაც მათი შინაარსის დინამიურ კონკურენციასთან თავსებადობაზე მიანიშნებს და სახელმწიფოს ამ სფეროს სტიმულირებაში მონაწილეობის პოტენციური როლის შესაძლებლობაზე მეტყველებს.
და ბოლოს, ავტორთა დასკვნით, მომავალი მხოლოდ იმ ერებს აქვთ, რომლებიც ინოვაციურ განვითარებას უწყობენ ხელს და რის სტიმულირებაც შესაძლებელია 4%-მდე წლიური ეკონომიკური ზრდის პირობებში.
Article DOI: https://doi.org/10.55367/ZUPU9730