ავტორი : გენად შავაძე 03/08/2024
მეწარმეობა დღევანდელ თანამედროვე მსოფლიოში საბაზრო ეკონომიკის პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. სასოფლო-სამეურნეო მრეწველობა ეკონომიკის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, მას ასევე აკისირა განსაკუთრებული მისია და როლი, რომელიც საზოგადოების საკვებით გამოკვებას უზრუნველყოფს. სასოფლო-სამეურნე სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობას, ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებული როლი და ნიშვნელობა აქვს. ის ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რესურსებს, დოვლათს, ზრდის სამუშაო ადგილებს, აჯანსაღებს ეკონომიკას, ვითარდება კაპიტალის ბაზარი და შეაქვს განსაკუთრებული წვლილი, როგორც საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაში, ასევე ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მეწარმეობის განვითარება ეკონომიკის მასტიმულირებელ ბერკეტად.
მეწარმეობის თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოწვევები ბევრი მიმართულებით კლასიფიცირდება, თუმცა ამათგან გამოვყოფდი ტექნოლოგიურ, ავტომატიზირებულ და ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც თანამედროვე პირობებში ახალ რევოლუციას შეიძლება შევადაროთ, რამაც უკვე მოახდინა თავისი ეკონომიკური და ბიზნეს ეფექტი მეწარმეობის დარგის განვითარებაზე. მეწარმეობას თავისი პოტენციალით დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაში, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის წრმატების ქვაკუთხედად მივიჩნიოთ. მეწარმეობის განვითარება განსაკუთრებულად ხელს უწყობს წარმოების ზრდის მოცულობას, ექსპორტს, საერთაშორისო მრეწველობის კულტურის შექმნას, ინოვაციებს, საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური დონის ზრდაში.
თანამედროვე განვითარების პირობებში მოქმედი ბიზნეს სუბიექტები და დამწყები მცირე და საშუალო დონის მეწარმეები საუბრობენ იმ საკითხებზე, რომ აქამდე არასდროს ყოფილა ბიზნესის შენარჩუნება ისეთი რთული, როგორც დღეს. ტექნოლოოგიით გამოწვეული შეფერხებები, გაჯერებული ბაზარი, მრავალეროვნული კომპანიები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ ახალი კონკურენტების გამოჩენისთანავე განადგურებას ან შთანთქმას. ეს კი ხელს უშლის ახალი საწარმოების გაჩენას და მაღალი კონკურენტუნარიანი ბაზრის ჩამოყალიბებას და განვითარებას. თანამედროვე გამოწვევები ძალიან ბევრია, თუმცა გამოვყოფდი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს. ესენია: არასაკმარისი კაპიტალი, ფინანსური რესურსების მოზიდვა განვითარებისთვის, დროის ეფექტური მენეჯმენტი, ბაზრის კვლევა, არაეფექტური მარკეტინგი, კვალიფიციური კადრების სიმცირე, გუნდი, მომხმარებელთა ლოიალურობა, თავდაცვითი მექანიზმები, ფინანსური მენეჯმენტის არარსებობა, გლობალიზაციის გავლენა. დღესდღეობით აგრარული სექტორი აქტუალურია და ბევრი ეკონომისტი, მეცნიერი და პუბლიცისტი იკვლევს ამ საკითხის თანამედროვე პრაქტიკულ გამოწვევებს, შესაბამისად ვფიქრობთ ძალიან საინტერესო იქნება თეორიულ-მეთოდოლოგიური და სინთეზური განხილვა მეწარმეობის თანამედროვე გამოწვევების პირისპირ.
ბევრი ქვეყნის სტატისტიკა აჩვენებს მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოს წარუმატებლობის საგანგაშო რაოდენობას. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, ახალი საწარმოების დაახლოებით ორი მესამედი არ ცოცხლობს ხუთიდან ათ წლამდე. ავსტრალიაში, მცირე ბიზნესის 96,8 პროცენტი გახსნიდან მალევე წყვეტს ფუნქციონირებას ან ძალიან ცოტა იზრდება დაწყებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში და სხვა. მეწარმეობის განვითარება სულ უფრო მეტად ხდება მთავარი საზრუნავი გლობალურად.
ნაშრომში განხილული იქნება მეწარმეობის არსი და მნიშვნელობა, მისი ფორმები და სახეები, ასევე განხილული იქნება მეწარმეობის განვითარების თანამედროვე მიდგომები, გამოწვევები და დაძლევის პერსპექტივები. განვიხილავთ საქართველოს მეწარმეობის დღევანდელ მდგომარეობას, და შემოთავაზებული იქნება საერთაშორისო საუკეთესო განვითარებული ქვეყნების მსგავსად ადაპტირებადი რეკომენდაციები, რომელიც შემდეგში დაეხმარება მეწარმეობას კონცეპტუალური ასპექტების განსაზღვრაში.
Article DOI: https://doi.org/10.55367/GAKQ6884