მოლაპარაკე ტურისტული ადგილები,“ როგორც ინოვაციური პლატფორმა ტურიზმში (მარნეულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)

ავტორი : ლალი მიქელაძე, ეკა დევიძე 03/08/2024

პროექტი EU4Business-Connecting Companies, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის EU4Business ინიციატივით, 2009 წელს დაიწყო ევროკავშირის (EU), მის წევრ სახელმწიფოებსა და ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით ( სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წელს 2 ორგანიზაციას შორის: ,,ტურისტული სააგენტო ,,საბა” (თბილისი, საქართველო) და ,,ცხოვრება ტურიზმის მიღმა/Movimento Life Beyond Tourism-Travel to Dialogue Srl Soc. Ben, (ფლორენცია, იტალია)“ თანამშრომლობით შეიქმნა პლატფორმა ერთობლივი აქტივობებისა და/ან პროექტების სამომავლო განხორციელებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობა”-ს მიერ და მხარდაჭერა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაცია HEKSEPERWorld-ის მიერ ევროკავშირის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტის მთავარი ამოცანა იყო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, ე.წ. „მოლაპარაკე ტურისტული ადგილების“ პლატფორმის შექმნა კონკრეტულ ტურისტულ ლოკაციაზე და მის მხარდასაჭერად ადგილობრივ ადმინისტრაციასთან მემორანდუმის გაფორმება, კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობის წახალისება. კვლევითი პროექტის, „მარნეულის მუნიციპალიტეტის მოლაპარაკე ტურისტული ადგილები, როგორც საზოგადოების მწვანე ეკონომიკის ინსტრუმენტი“, სამიზნე გეოგრაფიული არეალი იყო ქვემო ქართლის რეგიონი, მარნეულის მუნიციპალიტეტი. ტურიზმის სექტორში კვლევისა და საჭიროებების შეფასების შემდეგ შეიქმნა პლატფორმა ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის და პოტენციური ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისთვის, რომელიც იმავდროულად ხელს შეუწყობს გაზარდოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმზიდველობა, გააუმჯობესოს ნაკლებად ცნობილი მიმართულებები, დაიცვას მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs). Article DOI: https://doi.org/10.55367/LXHU4882
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი