„სამეწარმეო არაფორმალური განათლების ეფექტიანობა და განვითარების შესაძლებლობები“ საქართველოს მაგალითზე

ავტორი : მარია კლდიაშვილი, ია ნადირაშვილი 03/08/2024

წინამდებარე სტატია ყურადღებას ამახვილებს არაფორმალური სამეწარმეო განათლების საკითხზე. უფრო კონკრეტულად, ის მიზნად ისახავს გაიგოს, თუ რა აღქმები და მოსაზრებები აქვთ მცირე და საშუალო მეწარმეებს არაფორმალურ განათლებაზე, რა ეფექტი მოუტანა მეწარმეებს მიღებულმა განათლებამ, რა მიმართულებით იკვეთება მეწარმეების საჭიროება განთლების მიღებისა და უნარების განმტკიცების ჭრილში. სტატია ეფუძნება ჩატარებულ კვლევას სამეწარმეო არაფორმალური განათლების შესახებ, კვლევაში მონაწილეობას იღებენ მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მათი საქმიანობა უკავშირდება კვების, ხელნაკეთი ნივთების და აქასესუარების, ქართული ტრადიციული რეწვის, ტექსტილის, ხის ეკომეგობრული ნაკეთობების და სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ეს კვლევა მიზნად ისახავს სამეწარმეო არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და გამოწვევების ღრმა გაგებას, როგორიც შეიძლება იყოს პრაქტიკისა და თეორიის თანხვედრა რეალურ გარემოში „აქ და ამჟამად“. კვლევის შედეგებში გამოიკვეთა, რომ მეწარმეები დიდ როლს ანიჭებენ სამეწარმეო განათლებას და მის საჭიროებას ხაზს უსვამენ. აქვე აღნიშავენ, რომ სამეწარმეო განათლების ხანგრძლივობა არ არის საკმარისი, ამასთანავე სასწავლო მასალების შინაარსი უმეტეს შემთხვევაში ზოგადია, რომლის კონკრეტულად მორგებას საკუთრ სამეწარმეო საქნიანობაზე არ ან ვერ ახდენენ. ასევე ხშირია ტერმინოლოგიური ბარიერები, რაც ხელს უშლის შინაარსის აღქმას და გააზრებას. კვლევის შედეგად გამოიკვეთა საჭიროება მეწარმეებმა მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება და გაიზიარონ სხვა მეწარმეების გამოცდილება, მეთოდოლოგიურ ცოდნასთან ერთად. კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები შეგვიძლია დავუკავშიროთ ამერიკელი სოციალურ მეცინიერებათა ფსიქოლოგიის პროფესორის ალბერტ ბანდურას ნაშრომებში განხილულ თეორიებს და შესაძლოა საფუძვლად დავუდოთ სწავლების განახლებულ მიდგომებს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ მეწარმეობა მრავალმხრივი ფენომენია, შესაბამისად, სამეწარმეო არაფორმალური განათლება მოითხოვს ყოვლისმომცველი პარადიგმის და შესაბამისი საგანმანათლებლო მეთოდების შემუშავებას. მეთოდიკას, რომელიც დაფუძნებული იქნება პრაქტიკულ სწავლებაზე და სწავლების პროცესში ჩართული იქნებიან პარქტიკოსი მეწარმეები, რომლებიც მათი მხრიდან რეალურ გამოცდილებას გააზიარებენ, როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის ჭრილში. Article DOI:https://doi.org/10.55367/IRJH6516
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი