თანაზომიერების პრინციპისა და ლეგიმეტრიული მეთოდის ანალიზი იუვენალურ იუსტიციაში

ავტორი : სალომე გულიაშვილი 31/07/2024

სამეცნიერო ნაშრომი ინოვაციურია იურიდიული სამეცნიერო სივრცისათვის. ერთი მხრივ, გაანალიზებულია თანაზომიერების, იგივე პროპორციულობის, როგორც იუვენალური იუსტიციის ნორმა-პრინციპი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებისას მხედველობაშია მისაღები და მეორე მხრივ, განხილულია ლეგიმეტრიული მეთოდი, მისი არსი და დანიშნულება კვლევის მეთოდებს შორის, რის შემდგომაც საუბარი შეეხება სწორედ თანაზომიერებისა და ლეგიმეტრიულ მეთოდებს შორის კავშირს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. ლეგიმეტრია, ერთგვარად თანაზომიერების პრინციპის ნაწილია. იუვენალურ იუსტიციაში, ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმისა თუ პროცედურის გაანალიზებისას, ყველაფერი ფასდება თანაზომიერების - პროპორციულობის პრინციპის საშუალებით, რომ ეს ერთგვარი „უნდასმიერი“ და „მინდასმიერი“ გამოხატულებაა, რაშიც არასრულწლოვნის ინტერესები და სახელმწიფოს პოლიტიკა კუმულაციურად გათვალისწინებულია ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც სამართლიანობა ეწოდება. თავის მხრივ კი, ლეგიმეტრიული მეთოდით საკითხის შეფასების უმთავრესი მიზანი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაა და ამ გზით სამართლიანობის მიზნის მიღწევა. ნაშრომის შინაარსობრივი მხარე ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში მყოფი თემების ერთგვარი ჯაჭვია, რომლის საშუალებითაც კეთდება დასკვნა, რომლის თანახმადაც, იუვენალურ იუსტიციაში არსებული თანაზომიერების პრინციპი, თავის მხრივ, მისი თავისთავადი მნიშვნელობით პრინციპია, თუმცა, ამავდროულად, მისი შინაარსობრივი მხარის ანალიზითა და ლეგიმეტრიული მეთოდის არსის განხილვის შემდეგ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული პრინციპი ერთგვარად, ლეგიმეტრიული მეთოდის „ნაირსახეობას“ წარმოადგენს და მისი საშუალებით არასრულწლოვნის მიმართ მიღებული ყველაზე სამართლიანი გადაწვეტილების წინაპირობაა, რითაც მიღწეულია თანაზომიერების პრინციპის არსიც და ლეგიმეტრიული მეთოდის დანიშნულებაც. Article DOI: https://doi.org/10.55367/USGH3498
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი