ავტორი : თამარ ქერდიყოშვილი 31/07/2024
საკუთრების უფლება წარმოდგენს საყოველთაოდ აღიარებულ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას, რომელიც მათ შორის რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება.
საკუთრების უფლების დაცვა და საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველობა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას. საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა თუ თავისუფლებების დაცვა და ყველა პიროვნების თავისუფალი განვითარება სამართლებრივი წესწყობილების მიზანს წარმოადგენს. პიროვნების თავისუფალი განვითარება თავის მხრივ მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთრების უფლებით სარგებლობასთან. საკუთრების უფლება ადამიანის არსებობის საწყის, საბაზისო, ელემენტარულ საფუძველთან ერთად მისი თავისუფლებას შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას უნარსა და საკუთარი ცხოვრების პასუხისმგებლობით წარმართვას უზრუნველყოფს.
მიუხედავად აბსოლუტური ბუნებისა, არ არის შეუზღუდავი, არამედ მესაკუთრე საკუთრებით სარგებლობის პროცესში შებოჭილია მთელი რიგი ასპექტებით, რაც სხვა პირთა ინტერესების დაცვით არის განპირობებული. ერთ-ერთ მომეტებული საფრთხის მქონე „ნივთს“ წარმოადგენს ცხოველი, რომელიც რეგისტრაციაუნარიანია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი პოზიცია ცხოველის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, პრაქტიკაში ცხოველის სამართლებრივი მდგომარეობა გათანაბრებულია ნივთთან. ვინაიდან ცხოველი სრულად არ აკმაყოფილებს ნივთის ნიშნებს და ცალკეულ საკითხებთან მიმართებით დადგენილია განსხვავებული მიდგომა, მიზანშეწონილია ცხოველის სამართლებრივი სტატუსის თავისურებების ანალიზი და იმ სპეციფიკის იდენტიფიცირება, რაც უკავშირდება ცხოველის ნივთად აღიარებას.
Article DOI:https://doi.org/10.55367/BJRI5469