ავტორი : ირინა ბათიაშვილი 17/12/2023
ქვეყნები, რომლებიც მზად არიან შეიმუშაონ მოსახლეობის დაბერების შესახებ პოლიტიკა და გენდერული პოლიტიკა, უმჯობესია გაანალიზონ ზოგად მიზნებთან მიმართებაში (მიზნები უნდა შეიცავდეს გენდერულ ელემენტს) კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. გენდერული ხასიათის კვლევებს და ზოგადად კვლევით სისტემას სჭირდება სპეციფიკური შედარებითი მეთოდის შემუშავება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეფასების კულტურამ და ლოგიკურმა მოდელმა (ზეგავლენის ისტორიებმა) გამოიწვიოს კვლევითი სისტემის განვითარება.
ზემოქმედების ისტორიები სასარგებლო მექანიზმია: პრობლემის იდენტიფიცირებისთვის, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებისთვის, ინტერვენციის მოსალოდნელი შედეგის იდენტიფიცირებისთვის და სამუშაო გარემოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე ინტერვენციის გრძელვადიანი ზემოქმედებისთვის. სარკისებური პრაქტიკის კონცეფცია და გენდერული პოლიტიკის შესახებ დოკუმენტები დაეხმარება საჯარო და კერძოს სექტორს გენდერულად მგრძნობიარე პროგრამების განხორციელებაში. გამოცდილებაზე დაფუძნებული ასაკი შესაძლებელია დაინერგოს შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. გამოცდილების ასაკის კონცეფციამ შეიძლება გამოიწვიოს გენდერული თანასწორობის ეფექტიანი განვითარება, დაბერებასთან დაკავშირებული სტიგმების აღმოფხვრა და მოსახლეობის დაბერების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის და გენდერული პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობა.