დეზინფორმაცია და დანაშაული საქართველოში: შეგვიძლია თუ არა მისი კრიმინალიზაცია?

ავტორი : უშანგი ბახტაძე 22/12/2021

ამ ნაშრომის მიზანია დეზინფორმაციის, დანაშაულისა და კრიმინალიზაციის შესწავლა ახალი მედიის კონტექსტში. ასევე, კრიტიკულად შეაფასოს განაცხადი, იმის თაობაზე რომ მედიისა და ადამიანების, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, კრიმინალიზაცია ამ პრობლემაზე ერთადერთი ლოგიკური პასუხი. ამით ნაშრომი, პირველ რიგში, ცდილობს განსაზღვროს რა არის დეზინფორმაცია, შემდეგ იკვლევს კრიმინალიზაციის პროცესს, აღწერს ზიანის პრინციპს და ასახავს ზიანის ტიპებს. შემდეგ გაანალიზებულია ახალი მედიის ეპოქაში დანაშაულის განსაზღვრის გამოწვევები, სიტყვის თავისუფლების ღირებულება და ბოლოს ავტორი ასკვნის, რომ დეზინფორმაციის კრიმინალიზაცია უკიდურესი ქმედებაა სახელმწიფოსგან, ის ჩვეულებრივ იწვევს მხოლოდ დისტანციურ ზიანს და ამიტომ, თავი უნდა შევიკავოთ დეზინფორმაციის კრიმინალიზაციასაგან.
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი