ნუ ისვრით შეტყობინებას: ბრაზილიაში დეზინფორმაციის რეგულირება კონტენტის მიღმა

ავტორი : კლარა იგლესიას კელერ 22/12/2021

მოცემული ნაშრომი აანალიზებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ მარეგულირებელ სტრატეგიებს, რათა აჩვენოს პოლიტიკური კურსის მნიშვნელობა, რომელიც არ მოიცავს სიტყვის რეგულირებას, არამედ მიმართულია მონაცემების დამუშავებასა და სტრუქტურულ რეგულირებაზე. სოციალური და კომუნიკაციების მეცნიერებების კვლევებზე დაყრდნობით, ნაშრომი ადგენს დეზინფორმაციის რეგულირების დებატებისთვის გარკვეულ წინაპირობას. ესაა პარადოქსი, რომელსაც აწყდებიან მარეგულირებლები, რომლებიც მიუთითებენ ლიბერალური დემოკრატიების მოვალეობაზე, ერთის მხრივ, უზრუნველყონ მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლების უფლება და ამავე დროს გაატარონ ზომები ონლაინ სიტყვის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. სხვადასხვა ეროვნულ კონტექსტში შემოთავაზებული და განხორციელებული მარეგულირებელი სტრატეგიების ანალიზისა და კლასიფიკაციის შემდეგ, მიჩნეულია რომ ნორმატიული რეგულაცია არ უნდა იყოს ფოკუსირებული კონტენტის რეგულირებაზე ან დეზინფორმაციის ცნებების მხილებაზე, არამედ პირდაპირი მცდელობები უნდა იყოს მონაცემთა და ციფრული პლატფორმების ბიზნეს მოდელების რეგულირებაზე. ბოლოს, ნაშრომი წარმოადგენს ცოდნას ბრაზილიის გამოცდილებიდან, სადაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დეზინფორმაციულმა კამპანიებმა გამოიწვია მარეგულირებელი დებატები, რომელიც გაძლიერდა 2020 წელს, როდესაც ქვეყანამ დაიწყო ციფრული პლატფორმების ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს განხილვა.
PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი