ხელოვნური ინტელექტი, „დიფფეიკები“ და საერთაშორისო საინფორმაციო ომი

ავტორი : გიორგი ხატიძე 26/11/2026

ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომელიც მზარდია, გავლენას ახდენს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მისი ეფექტი მრავალმხრივია და ხასიათდება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციებით. ხელოვნური ინტელექტის განვითარება ქმნის ახალ შესაძლებლობებს და, ამავდროულად, ბადებს გამოწვევებს. „დიფფეიკების“ გამოყენების ერთ-ერთი უარყოფითი პრაქტიკა საერთაშორისო საინფორმაციო ომს უკავშირდება. შესაბამისად, როგორც თავად ხელოვნური ინტელექტის, ისე მის მოწინავე ტექნოლოგიებზე დამყარებული „დიფფეიკების“ როგორც სამართლებრივი, ისე არასამართლებრივი გზებითა და საშუალებებით მოწესრიგება და რეგულირება საჭიროებას წარმოადგენს. სამართლებრივი მოწესრიგების კუთხით გამოწვევაა „დიფფეიკების“ ტრანსსასაზღვრო ბუნება. სირთულეს წარმოადგენს ასევე ის, რომ „დიფფეიკები“ არ არის კრიმინალიზებული. ამავდროულად, რთულია „დიფფეიკების“ შემქმნელთა და გამავრცელებელთა იდენტიფიცირება და მათი დადგენა. სამართლებრივ გამოწვევას ასევე წარმოადგენს „დიფფეიკის“ ერთიანი, საყოველთაოდ აღიარებული განმარტების არარსებობა. აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოთა შორის არსებულ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2024 წლის ევროკავშირის „ხელოვნური ინტელექტის აქტი“, რომელიც აწესებს გამჭვირვალობის მოთხოვნებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გარკვეული კონტენტისთვის, მათ შორის, „დიფფეიკებისთვის“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აქტი მოქმედებს ევროკავშირის მასშტაბით. სამართლებრივ მექანიზმებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია არასამართებრივი საშუალებებიც. შეიძლება აღინიშნოს, რომ არასამართლებრივი საშუალებები გარკვეულწილად შემავსებელ ხასიათს ატარებენ. მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია ე.წ. „პლატფორმის თვითრეგულირებას“, სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების ჩართულობას, მათ ურთიერთკოორდინაციას, მედიაწიგნიერებას, საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის არსის, მისი რაობის, მის ტექნოლოგიებზე დამყარებული „დიფფეიკების“ შესახებ ცნობიერების ამაღლებას. თუმცა, არასამართლებრივ მექანიზმებს სავალდებულო ძალა არ გააჩნიათ. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ „დიფფეიკების“ რეგულირების და მოწესრიგების საშუალებები გარკვეულწილად ფრაგმენტირებულია. სახეზეა ერთიანი, უნიფიცირებული მექანიზმების ნაკლებობა.

საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, „დიფფეიკები“, საერთაშორისო საინფორმაციო ომი.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/LOVB4005

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი