რეგიონალიზმის კონსტიტუციური მოდელი, როგორც იტალიის რესპუბლიკაში არსებული კონფლიქტების მართვისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მექანიზმი
ავტორი : ლაშა მარგიშვილი 30/09/2026
სამეცნიერო სტატიაში გაანალიზებულია იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობის მოდელი – რეგიონალიზმი, როგორც კონსტიტუციურ-სამართლებრივი მექანიზმი ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების მართვისთვის. კვლევა ისტორიულ-დოქტრინალური და შედარებითი მეთოდების გამოყენებით მიმოიხილავს იტალიის სახელმწიფო მოწყობის ევოლუციას ცენტრალიზებული მოდელიდან ასიმეტრიულ რეგიონალიზმამდე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის პრინციპებს, სუბსიდიარობის კონსტიტუციურ მნიშვნელობას, როგორც ეთნოლინგვისტური კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მოდელს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კონსტიტუციურად გარანტირებული რეგიონალიზმის პრინციპი და დეცენტრალიზაცია ხელს უწყობს ცენტრსა და რეგიონებს შორის სტაბილური ბალანსის ჩამოყალიბებას, უმცირესობათა უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას. იტალიის მოდელი წარმოადგენს ჰიბრიდულ სისტემას, რომელიც აერთიანებს რეგიონალიზმისა და ფედერალიზმის ელემენტებს და ქმნის ერთიანობისა და მრავალფეროვნების ოპტიმალურ თანაზომიერებას.
სტატიაში წარმოდგენილია მსჯელობა, რომ რეგიონალიზმი შეიძლება იქცეს პრევენციულ კონსტიტუციურ მექანიზმად კონფლიქტების დაძლევის მიმართულებით და იტალიის გამოცდილება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისა და ინტეგრაციის გამოწვევების წინაშე დგანან, მათ შორის, საქართველოსთვის.
საკვანძო სიტყვები: იტალია, რეგიონალიზმი, ტერიტორიული მოწყობა, დეცენტრალიზაცია.
სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/XXHA3355