კომერციული სუროგაცია საქართველოში სახელშეკრულებო დინამიკა და რეგულაციის პრობლემატიკა

ავტორი : ანა გვენცაძე, ზურაბ ჭეჭელაშვილი 04/08/2026

საქართველოში სუროგაცია ძალაინ მოთხოვნადი პროცედურაა, რაც სუროგატ დედებზე მაღალ მოთხოვნას განაპირობებს. ხშირად, ფინანსური სირთულეებით გამოწვეული მოტივაციის გამო, სუროგატ დედად გახდომის მსურველი ქალები ხელშეკრულებებს ისე დებენ, რომ სრულყოფილად არ აქვთ გააზრებული სამედიცინო თუ სამართლებრივი შედეგები. მწირი საკანონმდებლო ჩარჩოს ფონზე და პრაქტიკაზე დაყრდნობით, წინამდებარე კვლევა შეისწავლის კომერციული სუროგაციის შეთანხმებას, როგორც სამოქალაქო ხელშეკრულებას, და განსაზღვრავს მის პროცედურულ ეტაპებსა და შედეგებს.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გამოყენებულია დიალექტიკური, შედარებით-სამართლებრივი, სტატისტიკური, სოციოლოგიური, დედუქციური და ინდუქციური მეთოდები, რათა მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო დებულებებისა და საერთაშორისო სასამართლოების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების ანალიზი და შეჯამება. ზოგადი შედარებით-სამართლებრივი კვლევის ფარგლებს მიღმა, წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია სიახლე, რაც გამოიხატება სუროგაციის ხელშეკრულების sui generis ბუნების კონტექსტუალიზაციაში საქართველოს სამართლებრივ რეალობაში — ქვეყნისა, რომელიც გარკვეულწილად,  წარმოადგენს სუროგაციის საერთაშორისო ცენტრს (ჰაბს) და, ამავდროულად, ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ნორმატიული ვაკუუმის პირობებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კონკრეტული მექანიზმების აღნიშნულ ჩარჩოსთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) სტანდარტებთან სისტემური შეპირისპირებით, კვლევა ავლენს მნიშვნელოვან ნორმატიულ ხარვეზებს.

კვლევა ცხადყოფს ქართულ კანონმდებლობაში არსებულ არასაკმარის რეგულაციებსა და სახელმწიფო კონტროლის კრიტიკულ ნაკლებობას. გარდა ამისა, გამოვლენილია სამართლებრივი ხარვეზები სუროგატი დედის უფლება-მოვალეობებთან, აგრეთვე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების სამართლებრივ დაცვასა და სტატუსთან დაკავშირებით. საბოლოოდ, საკანონმდებლო ბუნდოვანებებისა და საერთაშორისო გამოცდილების შეფასების საფუძველზე, კვლევა გვთავაზობს კონკრეტულ მიმართულებებს შიდაეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სუროგაციის ხელშეკრულებაში ჩართული ყველა მხარის სამართლებრივი დაცვა.

საკვანძო სიტყვები: ინ ვიტრო განაყოფიერება, სუროგატი დედა, კომერციული სუროგაცია საქართველოში, გესტაციური სუროგაცია, სუროგაციის ხელშეკრულება.

სტატიის DOI: https://doi.org/10.55367/BJGL5550

 

PDF-ის ჩამოტვირთვა

კავშირი