მიზნები

საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში არის რეფერირებადი ჟურნალი, ორმაგი ანონიმური რეცენზირებით და ღია წვდომით, რომელიც დაარსდა 2021 წელს (E-ISSN 2720-8036). ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიურ კვლევებს ორიგინალური სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ კვლევით სტანდარტებს და ქმნიან ახალ ცოდნას ან/და საკითხს წარმოაჩენენ ახლებური ხედვით.

სტატიების გამოქვეყნება ავტორებისთვის არის უფასო, მისი გამოქვეყნების ხარჯებს აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, მედიის და საერთაშორისო ურთიერთობების  ნებისმიერი სპეციალობებიდან. ჩვენ ასევე მივესალმებით ინტერდისციპლინურ კვლევებს, რომლებიც ეხება ზემოაღნიშნული მიმართულებებიდან ერთ-ერთს მაინც. სტატიები უნდა იყოს ემპირიული/თეორიული კვლევის შედეგები ან შემთხვევის ანალიზი (case study).

კავშირი